წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლიქუინსის" დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე გვერდითი მსაჯი, ხოლო ირაკლი ჭანუყვაძე ვიდეორეფერი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ გაფრინდნენ.
„სიტყვებით ძალიან რთული აღსაწერია ის რეალობა, რაც იქ ვნახეთ. ნიკასგან სულ გვესმოდა,
ის უკვე თბილისშია და დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადება. რაგბი ევროპამ მას "თელავივ ჰითსა" და "ენისეის" შორის „ავჭალაზე“ გასამართი მატჩის განსჯა ანდო. შოთას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და გელა ლემონჯავა დაეხმარებიან. როგორც წესი, ქართველი მსაჯები კიდითებს თავად ირჩევდნენ ხოლმე, თუმცა ახლა ეს დანიშვნა რაგბი ევროპიდან მოვიდა.
თევზაძე რთული თამაშის მოლოდინშია:
„პრინციპული დაპირისპირება იქნება. პირველ წრეში "თელავივ ჰითმა" თამაში გაწითლებულ დროზე მოიგო და ახლა "ენისეი" რევანშის აღებას ეცდება. მით უმეტეს, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვებული პლეი-ოფს უახლოვდება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და 100%-ით მზად ვარ. კარგია, რომ თამაში თბილისში ტარდება. მშობლიურ სტადიონზე თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ“.
GeorgianRugby
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"ენისეის" მწვრთნელი: თბილისში მოსაგებად ვიყავით ჩამოსული
მაისაშვილი: ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა