მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია, 100 მოედნის პროექტის ფარგლებში, კახეთს ეწვია.

კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა თორნიკე გოგებაშვილმა და ნიკა ალავიძემ, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ, გამგეობის წევრმა გიორგი კობახიძემ და ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გია ლაბაძემ, შეხვედრები საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში გამართეს.

ვიზიტი მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან კოორდინირებით და ჩართულობით დაიგეგმა. ის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ოთხივე მუნიციპალიტეტში ახლდა და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, სტადიონების მშენებლობის დაგეგმარებაში აქტიურად იყო ჩართული. ოთხივე მუნიციპალიტეტში გაცნობიერებული აქვთ,
რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის, ამ შემთხვევაში, რაგბის პოპულარიზაცია.

ვიზიტის ბოლოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედაში ადგილობრივ ბავშვთა გუნდ "მიმინოს" გიორგი სვანიძესთან ერთად ეწვია, რომელიც კომპანია „სვანიძის ზეთისხილის" დამფუძნებელია. სვანიძემ ბავშვებს და მწვრთნელებს საჩუქრები გადასცა და პირობა დადო, როდესაც დედოფლისწყაროს კაცთა გუნდი ეყოლება, მისი პარტნიორი გახდება და ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

იოსებ ტყემალაძემ რთულ პირობებში რაგბის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა ‘
"მიმინოს" მწვრთნელებს და მოთამაშეებს, ასევე - გიორგი სვანიძეს, რომელიც პირველი გამოეხმაურა კახეთის რეგიონის ადგილობრივი კლუბების მხარდაჭერის ინიციატივას.

GeorgianRugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოედნები კარგია, მაგრამ დიდ 10-ში ლეგიონერებს თუ არ დაამატებთ შორს ვერ წახვალთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული