ისევე, როგორც ერთი კვირის წინ "შავ ლომსა" და "ჰითს" შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო.
მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და სტუმრების შეცდომებითაც უკეთ ისარგებლეს. მატჩის დებიუტში "ბათუმი" ფაზური შეტევებისგან კარგად იცავ
სტუმრებმა კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქე წნეხში მოაქციეს, მერე კი 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს. ამ კომპონენტში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე ორჯერ დააჯარიმეს, თუმცა მესამე ჯერზე თავად დაჯარიმდნენ და ტაიმი უქულოდ დათმეს – 0:10.
მეორე ტაიმიც ზღვისპირელთა ხელდახელ შეტევებით დაიწყო და ამას 45-ე წუთზე ჯარიმა მოყვა, რომელიც მამუკა ნინიძემ 3 ქულად აქცია. სამწუხაროდ, "ჰითმა" შეძლო თამაშის სასურველ რითმში დაბრუნება და საპასუხო ჯარიმა გაიტანა, 56-ე წუთზე კი მსაჯმა ბექა ურჯუკაშვილი გაასინბინა და თელ-ავიველებმა 1 წუთში ფეხით გადაკიდების შემდეგ ლამაზი ლელო გაიტანეს.
59-ე წუთზე არჩილ თურმანიძემ შერკინებიდან გაიტანა ბურთი და მოკლე ფრთაზე შეუტია, ოვალი ფეხით გადაიკიდა, თავად აიღო და ლელოთი სტუმრები თამაშში დააბრუნა, თუმცა განახლდა თუ არა შეხვედრა, "ჰითმა" სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა და საბოლოოდ 25:8 გაიმარჯვა.
Rugby.ge