სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სამხრეთ აფრიკის ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და 35:7 გაანადგურა.

პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკამ 2 ლელოთი (სიაია კოლისიმ და კურტ ლი ადენდსმა დადეს ლელო, გარდასახვა მანი ლიბოკმა გაიტანა) დაასრულა, 39-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეტიუ კარლიმ მოედნიდან ახალ წელანდიელი სკოტი ბარეტი გააძევა, რამაც ზელანდიელების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

მეორე ტაიმში ყველაფერი იმავე სცენარით წარიმართა, 42-ე წუთზე მალკომ მარქსმა "ოლ ბლექსი" კიდევ ერთხელ დაამწუხრა, რასაც მოჰყვა მე-60 და 68-ე წუთებზე ბინგი მბონამბისა და კვაგა სმიტის ლელოები.

ზელანდიელების მხრიდან პრესტიჟის
ლელო 72-ე წუთზე ქემ როიგარდმა გაიტანა, რიჩი მუნგამ კი გარდასახვა შეასრულა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკა გამოსვლას 10 სექტემბერს დაიწყებს - B ჯგუფში შოტლანდია, რუმინეთი, ირლანდია და ტონგა ჰყავს.

რაც შეეხება "ოლ ბლექსს", A ჯგუფში საფრრანგეთთან, ნამიბიასთან, იტალიასთან და ურუგვაისთან ერთად გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
და ჩვენი პროფესორები...შოტლანდიასთან როგორ წავაგეთო...რაგბის ყველამ არ უნდა უყუროს, ფეხბურთი ჰგონიათ..
უშო
02:36 27-08-2023
3
ბიჭებს მადლობა თავდადება-განვითარების სწრაფისათვის!
ჯერ შოტლანდიის დონის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ავაშენოთ-50 ეურო კი არა,100 ეუროს რომ დაუფიქრებლად იხდიან შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად- საყურებლად...და მერე გამოვთქვათ მეტი პრეტენზიები,
რისთვის გვჭირდება რუსულ-მონღოლური თავის დახსნა,თან საბოლოოდ და სამუდამოთ,მით ეკო-კა-შიდა წარმოების რეალურად განვითარება,მით სპორტში კერძო სეიოზული ბიზნესი- ფინანსები შევიდეს,მით შიდა ჩემპიონატები ყველა სპორტის სახეობაში გაცილებით კონკურენტული და პასუხისმგრობითი გავხადოთ, მით ხარისხი გავაუმჯობესოთ- განვამტკივოთ და შედეგიც სწრაფად დადგენა,
რისთვის გვჭირდება- სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო-წესრიგი დამკვიდრება, მისთვის დასავლური - დემოკრატიულ-ინსტიტუციური მმართველობის პოლიტიკური სისტემა-კანონის უზენაესუბის...
და არა რუსული;ტოტალიტარული,თუ ავტორიტარული,თუ ოლიგარქიული, კლეპტოკარატიული ...ე.ი
კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები,მით რუსეთი,მით უმეტეს მტერი- მტრულად განწყობილი ნომერ-1-ლი სავაჭრო ,,პარტნიორი,, რომ გახადეს(?!)...
აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
გლახუნა
12:27 28-08-2023
0

სიახლეები პოპულარული