"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომმა“, რომლის რიგებში ხუთი დებიუტანტი იყო, უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. „შავი ლომი“ შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მამამთავრიშვილი გაასანბინა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ჩვენმა გუნდმა ბურთი დერეფნიდან ექვსჯერ დაკარგა, ერთადერთი მეტოქეს, რომელიც უნაკლო სულაც არ იყო, შერკინებაში სჯაბნიდა და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. უპირატესობას და ბურთს უმეტესწილად უელსელები ფლობდნენ, მაგრამ მაისაშვილის შეგირდები კარგი
დაცვით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ქართველების პირველივე სახიფათო იერიში პერანიძის ლელოთი და მატკავას ზუსტი გარდასახვით, პირველი ტაიმი კი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი მატკავას ზუსტი საჯარიმოთი დაიწყო. ისევ მოგვეძალა „სქარლეთსი“, ისევ წავაგეთ დერეფანი, ისევ მაგრად დავუხვდით დაცვაში, იქით შევუტიეთ, აგორებული მოლიდან მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატკავამ ზუსტად გარდასახა. „შავმა ლომმა“ თანდათან დერეფანში თამაში გამოასწორა, შერკინებაში ბრწყინავდა, ინიციატივასაც ფლობდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მატკავამ საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართული ფრენჩაიზი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ჩელენჯ თასზე 13 იანვარს საფრანგეთში „კასტრთან“ გამართავს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23
შავი ლომი


ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაისაშვილი ბევრად ჯობია კოკერილს, ნუ ვიქნებით დაუნახავები..
უშო
22 დეკემბერი 2023 18:37
0
ყოჩაღ ლევან, აფერუმ ლომებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაშინაც და ახლაც, უელსელებთან გადამწყვეტი როლი შერკინებამ ითამაშა... გთხოვთ, დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალური მომზადება მორკინალებს მომავალში...
გიორგი 50
17 დეკემბერი 2023 09:56
0
ყოჩაღ ბიჭებო! მაისაშვილმა 6 წაგებულ დერეფანზე უნდა იფიქროს.
გიორგი
18 დეკემბერი 2023 16:27
0
გენაცვალეთ ერთობაში, მხოლოდ წიინ...................
საღოლ ბიჭები, საღოლ მაისაშვილი
16 დეკემბერი 2023 22:36
0
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიზარდოთ, მუშაობა, მუშაობა და ბევრი მუშაობა, სხვანაირად შედეგი არ მოვა... ყველამ უნდა გადადოს თავი, დაივიწყონ "გულაობები" სანამ მოქმედი სპორცმენები არიან..
Zviads
16 დეკემბერი 2023 21:45
2
პერანიძეს ლელო არ დაუდევს..მოდებაძე იყო..ეს ისე ყოველი შემთხვევისათვის..
დავითი
16 დეკემბერი 2023 20:49
0
გაიხარეთ ლომები! მსაჯიანად გადავჯეგეთ :)
გიორგი
16 დეკემბერი 2023 16:22
0
გილოცავთ ყველას... და გმადლოვთ!!!
tngh
16 დეკემბერი 2023 16:21
0
ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას, სიმართლე რო გითხრათ არ ველოდი ასეთ შეხვედრას მეგონა დომინანტები იქნებოდნენ უელსელები მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი და მთელი საქართველოს მადლობა ბიჭებს ამ თავგანწირული თამაშისთვის, მართლაც რასაც ქვია მოპარული ჟესტივით ათრიეს მთელი უელსური შერკინება, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კომენტატორი ნიაზი გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგარი ხალხი ხართ, გუშინდელი მთელი საქართველოს წარმატება თქვენ დააგვირგვინეთ ბიჭებო
ალიკა
16 დეკემბერი 2023 12:12
3
მამრიქიშვილი) რაგბის ეროსი მანჯგალაძეა)) ვენაცვალე!
რეზო
16 დეკემბერი 2023 13:07
6
მაისაშვილი არ უნდა წავიდეს შავი ლომიდან.
huntington
16 დეკემბერი 2023 11:48
20
რა დამსახურებისთვის -საკვანძო მოთამაშეები ნაკრებში და სხვა ევროპულ კლუბებში გამოცდილებამიღებულები არიან და კლასის ხარჯზე აკეთებენ თამაშებს და რაც შავი ლომი არსებობს დერეფნის გათამაშება ვერ დაახვეწინა -ესაც ნაკრები ხოარაა -კლუბია და ერთათ არიან სულ და აუარება დროაქვთ ერთად სავარჯიშო...
rable
16 დეკემბერი 2023 12:52
15
გილოცავთ ყველას!
მადლობა ლომებს!
ავტორო, "გაასინბინა" და "ფრენჩაიზი" რა არის? ნუთუ ქართული შესატყვისი არ აქვს?
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
16 დეკემბერი 2023 09:58
4
სარაგბო ტერმინია ორივე. შესატყვისი არ აქვს და არც არის საჭირო, რომ ჰქონდეს. როგორც ჰოკეი ვერ იქნება ვერასოდეს ყვინჯი და ვიოლინო ყელფანდური ეგრე ვერ იქნება ვერც სინბინი რაიმე სხვა სიტყვა და ვერც ფრენჩაიზი. ნეოლოგიზმებს უნდა შევეჩვიოთ, ეს არ არის უკვე არსებული ქართული სიტყვების დამახინჯება და არაფერს ვნებს ქართულ ენას. სინბინი არის ყვითლის შედეგად 10 წუთით გაძევება. ფრენჩაიზი ან იგივე ფრანშიზა რაგბიში ეწოდება რომელიმე რეგიონის ან რამდენიმე რეგიონის გაერთიანებულ კლუბს, რომელიც მარაგდება იმ რეგიონებში არსებული კლუბების მორაგბეებით. ზოგჯერ ფრენჩაიზი როგორც ჩვენ შემთხვევაში მთლიანი შიდა ჩემპიონატით მარაგდება, ასეა ევროპის სუპერთასის სხვა კლუბებშიც, ფიჯის დრუაშიც და არგენტინულ პუმაში.
._.
16 დეკემბერი 2023 15:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული