მესამე ეტაპს 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს. საქართველო ა ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა ითამაშებენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.
„მოსამზადებლად ყველანაირი პირობები გვაქვს და ქუთაისში 12 მაისამდე ვივარჯიშებთ. ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეები უკეთეს ფორმაში შევიდნენ და მიუნხენში დამატებითი გამოცდილება შევიძინოთ, რათა მომზადებული
„მიუნხენში ვეთამაშებით სერიის ლიდერ ურუგვაის, რომელიც წინა სერიის გამარჯვებული გახდა, თუმცა წელს მას დუბაის ეტაპზე მოვუგეთ. გერმანია ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ სამშობლოში თამაშობს, ოთხეულში შესვლის შანსი აქვს და მაქსიმუმს გაიღებს მიზნის მისაღწევად. პაპუა ახალი გვინეა ფიჯის სტილის გუნდია, კარგი შემსრულებლებით და ნაკლები დისციპლინით. ჩვენ წნეხის გარეშე ვითამაშებთ, რადგან ოთხეულში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ გვაქვს და ვეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“ – დაამატა 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.
გერმანიიდან გუნდი ესპანეთში, ბენიდორმში გადაინაცვლებს, სადაც 20-იდან 27 მაისამდე გაჩერდება და მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გავითარებადი ნაკრებები და კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
ამჟამად 7-კაცას შეკრებაზე 16 მოთამაშეა. ტრავმის გამო გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს სოსო მათიაშვილი. სამაგიეროდ ტრავმები მოიშუშეს ლევან ნარიმანიძემ და თემურ ჭიჭინაძემ. 7-კაცას ‘შავი ლომიდან’ დაუბრუნდნენ გიორგი ჯობავა და იოსებ გუშარაშვილი.
რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველ ეტაპს 7-9 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, ხოლო მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.
7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპისთვის
ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, გიორგი ჭუაძე, იოსებ გუშარაშვილი, რომან მახათაძე, საბა არჩვაძე, გიორგი კოშაძე, დავით იმნაძე, სერგი ჩხაიძე, თემურ ჭიჭინაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კენჭოშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, ალექსანდრე ტატიშვილი.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge