7-ქალა უნგრეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა დღეს, გამთენიისას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის ალაფის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

პირველ ეტაპზე (ზაგრები, ხორვატია) მეორე ადგილის დაკავების შემდეგ გოგონებს 12-გუნდა ელიტაში ისტორიაში პირველად აღზევების კარგი შანსი აქვთ და ამისათვის ბუდაპეშტში იმავე შედეგის გამეორებაც ეყოფათ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ 13-კაციან შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ზაგრებში მუხლი დაიზიანა გუნდის კაპიტანმა ნათია გავაშელიშვილმა და მის ნაცვლად უნგრეთში დებიუტანტი, ქუთაისის სარაგბო სკოლის აღზრდილი, 17 წლის კირა დანელია მიდის. ნათიას ნაცვლად ბუდაპეშტში გუნდს თეონა ჩიტაიშვილი უკაპიტნებს.

12
ივლისს, ჯგუფურ ეტაპზე, გოგონები პირველ თამაშს საქართველოს დროით 13:28 საათზე ისრაელის წინააღმდეგ გამართავენ; 16:43 საათზე შვეიცარიას შეხვდებიან; 19:50-ზე კი - უნგრეთს.

ბუდაპეშტის ეტაპზე ითამაშებენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა, კირა დანელია.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჩვენ გოგოებს. გიყურებთ და გქომაგობთ მთელი ქვეყანა!
giorgi219
11:32 11-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული