"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი (10) აიღო. რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა "იბერიანსი" (54:3) და "ლუზიტანუში" (38:14) სტუმრად რეკორდული სხვაობებით დაამარცხეს და ახლა ორი საშინაო თამაში ელით.

28 სექტმბერს, 18:30 საათზე ჩვენი გუნდი "ავჭალაზე" "იბერიანსს" დაუხვდება, ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუშს" უმასპინძლებს და ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში სუპერთასს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს, დეკემბერ-იანვარში კი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჩელენჯ თასზე.

აღსანიშნავია, რომ წელს "შავი ლომი" მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს. გუნდში 11 დებიუტანტი იყო, კაპიტნის ფუნქციებს კი ლუკა მატკავა და ლუკა ივანიშვილი ინაწილებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სუპერთასის მოგებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს თამაშები გარკვეულწილად ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

"რაგბი ევროპის სუპერთასს ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ. კარგი თამაშები ჩავატარეთ, თუმცა ყველას გვაქვს განცდა, რომ მეტის პოტენციალი გვაქვს. ნელ-ნელა ეს ჩვენი თამაშის ხარისხსა და შედეგებზეც ისახება. დაგვემატნენ ძალიან მაგარი ბიჭები, შევიკარით ერთ გუნდად და ეს საქმეს გვიიოლებს. ასევე დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, როგორც შარშანდელი ჩელენჯ თასიდან, ასევე სანაკრებო თამაშებიდან და სუპერთასზე ბევრად უფრო მარტივად გამოგვდის ყველაფერი. ვფიქრობ, ჩელენჯ თასს კარგ კონდიციაში შევხვდებით და დიდ თამაშებშიც შევძლებთ იმ ყველაფრის სათანადოდ გადატანას, რაზეც ვვარჯიშობთ“, - აღნიშნავს მატკავა.

განვლილი თამაშებით კმაყოფილია ივანიშვილიც და იმედოვნებს, რომ „ავჭალაზე“ გუნდი იმ შეცდომებსაც გამოასწორებს, რაც გასვლით თამაშებში დაუშვა:

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ნახევარი შეიცვალა, გვყავს დებიუტანტები, კარგი თამაშები ჩავატარეთ. ორივე თამაშის მეორე ტაიმში გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ და შევეცდებით, ჩელენჯ თასს მზადყოფნაში შევხვდეთ, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

როდესაც სუპერთასზე ვთამაშობთ, ვიცით, რომ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი გუნდი ვართ და ვცდილობთ მათთან მიმართებით ყველა ასპექტში ორი თავით მაღლა ვიდგეთ. "შავი ლომი" ახლა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მანამდე იყო, რაც თამაშებმაც დაგვანახა. კოკერილს ზუსტად ისეთი მიდგომა აქვს, როგორიც ნაკრების მიმართ. ვარჯიშები, თამაშის ტემპი ასეთივე სტანდარტისაა, რასაც ნაკრების მოთამაშეები მიჩვეული ვართ და მას ახალბედებიც ეჩვევიან".

ორი კაპიტანი

კოკერილის გადაწყვეტილებით, "შავი ლომი" ამ სეზონში მოედანზე ორი კაპიტნით გადის, რაც ივანიშვილისა და მატკავას თქმით, „იდეალურად“ გამოდის.

"ერთს ხაზის მოთამაშეებთან აქვს კომუნიკაცია, მეორეს - შერკინებასთან და ვცვლით ინფორმაციას“, - ერთხმად აღნიშნავს ორივე.

სუპერთასის დარჩენილი ორი თამაშიდან ორივე ელოდება, რომ შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და "ავჭალაზე" მისული მაყურებელი საინტერესო თამაშებს იხილავს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც განვლილ ორ შეხვედრაში გვქონდა. მთელი 80 წუთის განმავლობაში ისე უნდა გავისარჯოთ, როგორც დავიწყებთ. ვმუშაობთ პატარ-პატარა დეტალების გამოსწორებაზე, რათა წუნი მინიმუმამდე დავიყვანოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ. ვითამაშებთ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რომლისგანაც ძალიან დიდ მუხტს ვიღებთ. ისინი ჩვენგან დამაჯერებელ გამარჯვებას ელიან და ვეცდებით, იმედი არ გავუცრუოთ", - ამბობს ივანიშვილი.

სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ელოდება მატკავა:

"საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გულშემატკივარია და სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ვისურვებდი. მობრძანდით და ისიამოვნეთ. ჩვენი მხრივ, ვეცდებით, რომ პატარ-პატარა დეტალები დავხვეწოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და ჩვენი თამაში იდეალურამდე მივიყვანოთ, რათა ჩელენჯ თასს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო უკეთ მომზადებული შევხვდეთ. მოგების საკითხი არც განიხილება! ასევე ვფიქრობ, რომ ის ბიჭებიც მიიღებენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რომლებსაც განვლილ ორ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცათ“.

Rugby.ge

რეზო
ამ ტყრნურს ასე თუ ისე ქონდა მუღამი და პერსპექტივა, ახლა საერთოდ აზრი დაკარგა. რა უბედურება ჭირს ამ სპორტს, როდემდე უნდა იყოს ასე? რა გახდა, შეგვიშვით რა ურს ში და ამოვისუნთქავთ. რა ტურნირია ახლა ეს? ამს დიდი 10 ათი თავით ჯობს
გიორგი
რაგბი.გე, ჩვენი მწვერთნელის გვარი ქოქრილია. პატივი ეცით და სწორად გამოთქვით და სწორად დაწერეთ. ვისაც ჩემსავით გიორგი გქვიათ, ხომ არ მოგვეწონებოდა გუორგუ-თი რომ მოგვმართონ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | რეკორდული სხვაობით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | ექვსი ცვლილება და ერთი დებიუტანტი "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან