U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ჩასაფრებული და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ვითომ რაგბში ჩახედული ხალხისთვის, დიახ მე მიყვარს რაგბი და დიახ რაგბი ჩემი და ჩვენი თამაშია და ამას მაშინაც ვიტყვი სულ რომ 100-0 წავაგოთ. ნუ გაგტეხავთ წაგება, ნუ გალაპარაკებთ შური და ბოღმა. იდეაში მაგრად მეცოდებით, თქვენ ის კატეგორია ხართ თავი რომ არენაზე გონიათ, ვითომ გლადიატორებს უყურებეთ და შორიდან თითის აწევით წყვეტთ ვინ იცოცხლოს და ვინ არა, ისე რომ ვერც აანალიზებთ ამ თითის მოძრაობის პასუხისმგებლობას.
beeq777
05 ივნისი 2017 10:42
0
მაინტერესებს რამდენიმე საკითხი
1. არ შეიძლება ვუნმე "მართლა სპეციალისტმა" ტელევიზიით (რომ ვხედავდეთ ვინ არის და კომპიუტერს ამოფარებული ვინმე ჟურნალისტი არ აღმოჩნდეს) რეალურად გაარჩიოს მსაჯის მოქმედებები ჩვენს თამაშებზე. არა ვარ ბატონო რაგბის სპეციალისტი და ეგებ ვერ ვხვდები რამეს და ამ დროს მართალია ის კაცი. პირადად ჩემი აზრით არავის უნდა ჩვენი რაგბისტების განვითარება და მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეგვიშალონ.
2. საიდან გაჩნდა ამდენი ცენზურა რომ არ დავარღვიო უნამუსოს "ქართველებში". გავიგეთ ღვარძლი რომ გახრჩობთ და არ გჯერათ ქართული რაგბის განვითარების და დაგაძალათ ვინმემ? თქვენ ეტყობა ლენინი რომ მოკვდა არც ის გჯერათ და ჩვენ ეს დიდი ხანია გავიგეთ.
ისე სტადიონზე თქვენნაერები არ მივიდოდნენ და ახალ ამბავს გეტყვით თქვენნაერებს არც ეს ეცოდინებათ. საქართველო გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე თან ყველა ტელევიზორს პულტი აქვს და ხელს თუ დააჭერ სხვა არხზე გადაირთვება.
3.რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს განსაკუთრებით მიყვარს რაგბისტები და კალათბურთელები იმის გამო რომ იბრძვიან ბოლომდე. შეიძლება ვიღაცამ ეს ვერ/არ დაინახოს მაგრამ კლასი მხოლოდ გამოცდილებით მოდის თქვენ ოღონდ არ გაჩერედეთ ნელ-ნელა მაგრამ წინ იარეთ. მახსოვს პირველ მსოფლიოზე ინგლისთან თითქმის 80 ქულით წავაგეთ შემდეგ შეხვედრაზე კი 10 ქულაზე ცოტა მეტით.
ასე გააგრძელეთ ბიჭებო მეტი ყურადღება მეტი კონცენტრაცია და შედეგიც მოვა.
ოთარი
05 ივნისი 2017 10:41
0
ეს ბიჭებები მსოფლიოში 12 საუკეთესო ნაკრებში არიან. საინტერესოა ეს აღელვებული ადამიანები თავის საქმეში თუნდაც საქართველოში მერამდენენი არიან? (ნუ პირველები რო იქნებიან არაადექვატური ამბიციებით ეს გასაგებია). აღარ ვამბობ ნეტა სტადიონზე რამდენჯერ არიან რაგბის საყურებლად ნამყოფი, ნუ რუსეთთან და გამორჩეული რამდენიმე თამაშის გარდა, დასანახად და პონტის გამო რო დადიან.

სარკეში ჩაიხედეთ და ძაანაც ნუ აღფრთოვანდებით : ))
sarke
05 ივნისი 2017 10:32
0
ჩვენი ნაკრების მწვრთნელი სიგარეტს რომ აბოლებს მატჩის მსვლელობისას... აი აქედან იწყება ყველა პრობლემა... დისციპლინა არ გვაქვს.
თევდორე
05 ივნისი 2017 10:24
0
არაფერი ალოგიკური და მოულოდნელი. მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდში ვართ და მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ჩვენს ქვეყანაში. მოულოდნელი უფრო ის იქნებოდა, რომ მოგვეგო რომელიმესთვის. კი, გვაქვს ხარვეზები გამოსასწორებელი და მარტო თავდადებაზე ლაპარაკით შორს ვერ წავალთ, მაგრამ მთავარია ადგილი შევინარჩუნოთ ელიტაში. გამოცდილება სწორედ ასეთ გუნდებთან თამაშით მიირება
ggg
05 ივნისი 2017 10:05
0
მორჩით ამ უაზრო ქებას სირაქლემას პოზას შეეშვით არ ვიცით სირბილი არც ერთ ასაკის ნაკრებში შეკინებაში მხოლოდ სუსტებს ვჯობნით დიდი ხანი კიდევ ვერ დავამარცხებთ ელიტას ჩვენი ადგილი არაა ელიტაში
dato
05 ივნისი 2017 09:58
0
ფეხბურთი ხომ ჩვენი თამაშის რას ამბობ. აგერ ორ დღეში სენტ კიტსი და ნევის ვხვდებით (ეთი ქვეყანაა) და რეიტინგში ჩვენს წინაა. დიდი პროგრესია. იმედია მოვიგებთ.
გიორგი
05 ივნისი 2017 09:56
0
ვინც ამ ბიჭებზე აუგს იტყვის ის რაგბის გაგებაში არ არის
bibi
05 ივნისი 2017 09:49
0
ასეთ გუნდებთან გამოცდილება რომ თავის დროზე მიგვეღო სულ სხვა გუნდი ვიქნებოდით დღეს. 10 წელიწადში ნახავთ პესიმისტები ყველა ელიტის ნაკრებს რომ თანაბრად დავუდგებით. ბიჭებს მადლობა!!! ყოჩაღ!!! ყველაფერი წინაა.
GEO
05 ივნისი 2017 09:18
0
ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა შეტევაში მარტო მიწოლის იმედზე ყოფნა არ შეიძლება
ვაითუ მეოთხე თამაში ვერ მოვიგეთ
_+_+*
05 ივნისი 2017 08:02
0

სიახლეები პოპულარული