U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ვისაც გგონიათ რომ რაგბიში ყარაულის თოფივით გავარდნები ხდება საერთოდ ნუ უყურებთ თქვენც მშვიდად იქნებით და არც სხვას მოუშლით ნერვებს
nnn
05 ივნისი 2017 07:21
0
ეს ლოგიკური შედეგებია, ვინც ამას არ ელოდა რაგბი უბრალოდ არ ესმის. ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხდით. თუმცა რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიტიკა არ იყოს, ნაკრების მწვრთნელი არაა აშკარად დიდი ნიჭით დაჯილდოვებული. ამასთან ეს ბავშვები უკვე 1998-1999 დაბადებულები არიან და რა დღეში იყო მაგ პერიოდში ქვეყანა ბევრს უნდა ახსოვდეს. დაახლოებით 15-17 წელი დაგვჭირდა რომ 12 საუკეთესო გუნდში მოვხვედრილიყავით და პრეტენზიები გამოგვეთქვა რატომ ვერ ვუგებთ ბობოლებსო. დაახლოებით ერთი მაგდენია საჭირო ობიექტურად რომ მათ გაუთანაბრდეთ, თუ რათქმაუნდა ყველაფერი სწორი მიმართUლებით წავა. ანუ 2030 წლამდე ეს გზა გვაქვს გასავლელი თუმცა ქართველებს ხომ ყველაფერი ერთწამში გვინდა და ბოლოს როგორც ყოველთვის არაფერი გვრჩება ხოლმე. ასე რომ მადლობა ბიჭებს და ჯობისა ამ წაგებებმა გაგვაბრაზოს რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ!
irakli
05 ივნისი 2017 02:01
0
რეებს წერთ არ გრცხვენიათ??? 12 საუკეთესო გუნდში თამაშობენ ბიჭები, სისხლს ღვრიან თქვენ გამო და თქვენ??? ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია, იქ ყოფნას, სადაც თქვენ ხართ დამსახურება უნდა, ერთია რომ დაიმსახურებთ და მეორეა, რომ ღირსეულები ხართ ამ 12 ს შორის... გუკშემატკივრები ვამაყობთ თქვენით! არ უსმინოთ ამ ბოღმა და უვიც ხალხს
გიორგი
05 ივნისი 2017 01:47
0
ეს ალაჰა ან ქართველი არ არის ან ლიბერალია გაქანებული - ბიჭებს მეტი ამ დონის თამაშების გამოცდილება და არავიზე ნაკლები არ იქნებიან!
გურჯი
05 ივნისი 2017 01:42
0
საიტის ადმინისტრატორებო, ქართული რაგბის მტერ კაცუნების ღვარძლს თქვენს ადგილზე წავშლიდი/არ დავტოვებდი.
პატარა ბორჯღალოსნები ბოლომდე იხარჯებიან და ამისთვის დიდი მადლობა - ჩვენი დროც დადგება და დამარცხებები დამსახურებულ ფამარჯვებებს მოიტანენ....
რამაზ
05 ივნისი 2017 01:39
0
მაგარი ჭირი გვჭირს ქართველებს, ძალიან საშინელ დღეში ვართ! რამ შეგაძულათ ასე თქვენი ხალხი სპორტის გამო ა??? ვინც ესეთ "ნაბო...რულ" კომანტერბს წერთ ა?! სამწუხაროდ ძირითადში ფეხბურთის ვითომ გულშემატკივრები წერთ ამას და ისე აკეთებთ თითქოს ჩვენმა რაგბისტებმა შეუშალეს ხელი ჩვენს ფეხბურთს განვითარებაში! ამდენი წელია მართლა "ჩახდილები" ვართ ფეხბურთში და მეტი გამოსავალი ვერ ნახეთ თქვე სირებო რომ თქვენი ჯიშის და ჯილაგის ახალგარზრდა გენი ასე არ ლანძღოთ?! თქვენ გულშემატკივარი კი არა კაცებად ვერ ჩამოყალიბებულხართ ამას რომ კადრულობთ! ისე გულში ჩაიხედეთ და ერთი 5 ქართველი ფეხბურთელი დამისახელეთ (ძველები არა!) რომლის კაცობა და საქციელი ჩვენი რაგბისტებისას შეედრება, გინდა მოედანზე და გინდაც ცხოვრებაში! სხვა სიტყვებშ აქ არ ვიხმარ რასაც იმსახურებთ ვინც ეს ამბავი წამოიწყო საქართველოში!
პაატა
05 ივნისი 2017 01:31
0
alaha

ყოჩაღ, კარგი ანალიზია. შენ ვის ეუბნები ისწავლეო? თვითონ უსწავლელი ჩანხარ.

კარგი მქწვრთნელი, რომ იყოს გუნდიც გაცილებით უკეთეს თამაშს აჩვენებდა. დაცვა არ იციან ჩვენმა მწვრთნელებმა და პრობლემებიც აქიდან იწყება. ყველა ასაკობრივ გუნდში უცხოელი კვალიფიუციური მწვრთნელი გვინდა.
gogig
05 ივნისი 2017 01:06
0
რავიცი, მე რომ ვწერ ჩემს აზრს ვრცლად ჩვენი ქართველების შესახებ, უმეტეს წილად დადებითს თითქმის არასდროს აქვეყნებთ პატივცემულო არაქართველო სავარაუდოდ ამ საიტის რედაქტოროვ. სამაგიეროდ ვიღაცა ალაჰას ... ვიღაცა ჰაიკას , ვახოს და მათნაირი ნაძირლების კომენტარებს ჩქა- ჩქარა აქვეყნებთ. რომლებიც ქართველების დამცირებაში დაკნინებაში და ყველაფერ უარყოფითს წერენ. მე თქვენს ადგილას რომ ვიყო მასეთი არარაობა მომხმარებლების ip- ადრეს დავუბლოკავდი . რადგან აქ ამ საიტზე ბევრი ადამიანი შემოდის და დამერწმუნეთ არ არის კარგი ასეთი ცუდი და დამამცირებელი კომენტარები ნახონ. მე ამ ნაძირლებს ვინც დაგვცინის ქართველებს და რაგბისტებს მინდა ვუთხრა 3-მილიონიანი ქვეყანა ამ დონეზე რომ მოვიდა თან რა მცირე დროში ეს აღნიშნონ ეს. ასევე აღნიშნონ რა დავუშავეთ მსაჯებს და უფრო კონკრეტულად ინგლისელებს?? რა ნუთუ ვერ დაინახეთ ?? რეები იკადრა??? თუ ეგეც ქართველი მორაგბეეების ბრალი იყო?? კიდევ არ მესმის ამ სიტყვის ფენომენი რომელსაც მრავალი წელი ვისმენ მსაჯიანიად უნდა ვისწავლოდ დამარცხება მოწინააღმდეგისო რატომ? რამე დავაშავეთ? მოსჯილი გვაქ? 16 კაცს რომ ვეთამაშოთ>? არ ჯობია რაიმე ზომები მიიღოთ და სარჩელი ან რაიმე ბერკეტით ვცადოთ გაპროტესტება??

დიდი იმედი არ მაქ გამოაქვეყნოთ. მაგრამ ვცდი მაინც.
BMW
05 ივნისი 2017 00:56
0
ას ოცდა მეორეეეეეე. სირცხვილია ფეხბურთის დაფინანსება. მიეცით რეგბს ფული. ერთი გუნდი მაინც ათამაშეთ საერთაშორისო მაშტაბით. დღეს 12ადგილზე ვართ. ავსტრალიას ვეთამაშეთ. ეს ნიშნავს არგენტინის ნაკრებს რო ეთამაშო ფეხბურთში. მესი და მთელი კამანდა რო გიტევდეს. რა სინდისით ადარებთ ფეხხბურთს
აბა ფეხბურთია ჩვენი თამაში?? ასოცდამეორეებო
05 ივნისი 2017 00:41
0
ასეთი თამაშების შემდეგ ჩასაფრებულები რომ გამოხტებიან ხოლმე ?:D :D :D სამხრეთ აფრიკას ჰყავს 100000 ზე მეტი მორაგბე და პროფესიაონალური ლიგა.თამაშს იწყებენ 5 წლიდან და აქვთ უდიდესი ისტორია ჰყავთ მაგარი მწვრთნელები. ჩვენ? 5000 მორაგბე გვყავს .არ გვაქვს პროფესიონალური ლიგა რაგბის. და ჩვენი ნაკრების მორაგბეების უმეტესობა უცხოეთში ტამაშით არის მაგარი. ვის ასწავლით ბიძია თქვენ ჭკუას ვისი რა საქმეა. აქ მე2-ე წელია რაც ვართ ელიტაში და რა გინდა რომ მოუგო გუნდებს რომლებიც 1 2 3 ან 4 ადგილებზე გადიაან?
გიორგი
05 ივნისი 2017 00:22
0

სიახლეები პოპულარული