U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ინგლისი უელსის თამაშზე ავჭალის სტადიონზე შუქი ჩაქვრა. სასაცილოც აღარა გრცხვენოდეთ
...
04 ივნისი 2017 21:19
0
ძალიან აღშფოთებული ვარ მაისურაძე უნდა წაქვიდეს აუცილებლად ბოლო წუთებზე სიგარეტსაც აბოლებდა მაგისგან რა უნდა ისწავლონ.
tato
04 ივნისი 2017 21:14
0
მანდვე ავჭალაში ჰექტრობით მიწებია დაუმუშავებელი. ტრენერები ბრიგადირებად და ესენი კაი ოყიანი თოხებით ყანებში და პაწა საქმე გაკეთდება.ისე რასაც ამ დაბლუკულებს ვერ წაართმევ წვერები და ყოველი გაშვებული ლელოს მერე კისრებზე ხელების შემოდებაა.ისე ეგ ხელები კისრების მაგივრად ბურთზე რომ შემოგედოთ ასე სამარცხვინოდ არ წააგებდით
koki
04 ივნისი 2017 21:11
0
თამაში არ გცოდნიათ
vaxo
04 ივნისი 2017 21:05
0
zvidi
მაგ უთ ხ ა რ ი თ ... ღრუსებს,ოსებს,სომხებს,არაბულ სამყაროს,თურქულ სამყაროს,ა ზ ი უ რ სამყაროს (იპანიის გამოკლებით)და ა.შ. და ა.შ.

მსოფლიოში 12-ე ნომერია საქართველო და...,,რაგბი ჩვენი თამაში ა რ არის,,-ო ?!

აბა რ ა არის ქართველთა თამაში სპორთში ?!
ასასხსნელი ის არის-
რა არის მისი საფუძველი ან რა
შეიძლება იყოს ?!
შური,ზ ი ზ ღ ი, სიძულვილი,საკუთარი უ ს უ ს უ რ ე ბ ი ს განცდა ამ ყველაზე ვ ა ჯ კ ა ც უ რ სპორტის
მიმართ...

ხო,ძალიან ცოტა ერი თამაშობსო,არაა რაგბს-ო?!

იმიტომ რომ მ ი ს თ ვ ი ს- არც საკმარისი თავდადების უნარი,სათანადო ს ი მ ა მ ა ძ ე,ფიზიკური და გობნებრივი ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე,ი ნ ტ ე ლ ე ქ ტ ი ...ა რ აქვთ,არ გააჩნიათ და ა მ ი ტ ო მ (!)
და მორჩით დ ე მ ა გ ო გ ი ე ბ ს(!)

წარმოიდგინეთ- იტალია დღეს 12 ადგილზეა მსოფლიოში და იტალილებს რომ უთცრა...ფეხბურთი თქვენი თამაში ა რ არისო- ა რ მოკვდებიან სიცილიტ და ს ა ც ო დ ა ვ ე ბ ო-=ამას რას ამბობთ-ო-არ შემოგიბრუნებენ ?!

მწვრთელებს ვურჩევდი- ევროპიდან სპეციალისტები ჩამოიყვანონ-დ ე რ ე ფ ნ ი ს,აქოილვსის ქუსლად არ გაგვიხდეს (!)

მთავარ ნაკლებში ამ პრობლემაზე ზედმეტად რომ არ ვილაპარაკოთ -20-წლამდეც - არგენტისათან თამაშის შემობრუნებაზე წავიდა თამაში და ბოლ-მეოთზხედზე-მეტოქის 5 მეტრიან ზოლში საკუთარი ა უ ტ ი -2-ჯერ წააგეს ბიჭებმა,

დღეს იყო და-გადამწყვეტ მომენტში- აუტიდან წაგებით დაგვიდეს ლელო (ანუ ბურთის მეტოქეზე ჩ ა ბ ა რ ე ბ ი თ- უბრძოლველად) და...მერე შეცდომები მომრავლდა,

რაც ფსიქოლოგიური ფაქტორია (!)
და კიდევ აუცილებლად - თამაშის დასაწყისიდანვე როცა არის ჯ ა რ ი მ ი ს დარტყმის შანსი...თ ა ვ ი დ ა ნ ვ ე აუცილებელია არა ჯარიმის დარტყმა,არამედ მეტოქის 5 -მეტრიანში გადატანა და მოლით და დარტყმებით მეტოქის თავიდანვე ე.წ. ,,დაჩაქუჩება,,
ლელოც რომ არ გავიდეს და ჯარიმად რ9მ ვერ მიიღო კიდევ უფრო ახლოდან...
ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ უპირატერსობას მოგცემს,ასე რომ ...ლ ე ლ ო ზ ე თავიდანვე!

ბიჭებს - უ დ ი დ ე ს ი შემართება და ერთგულება რაგბვის მიმართ ა რ ა ს ო დ ე ს დაკარგოთ და აუცილებლად თქვრნი თ ა ო ბ ა დაამარცხებს-ბობოლებს!
glaxuna
04 ივნისი 2017 21:05
0
არა რაგბი არა ფეხბურთია ჩვენი თამაში.დდ არც ფეხბურთია შენი და არც კალათბურთი არც წყალბურთი და არც ხელბურთი მარა ხოთამაშობ ზოგან ჯახირობ ზოგან ფხაკურობ ზოგან კიდე ცოტა მეტს აკეთებ და ასე.
quTaiseli
04 ივნისი 2017 20:55
0
განა შედეგს ვითხოვთ?წესიერად მაინც ხო უნდა ითამაშო არა?ყველას თამაშს ვუყურე ამ ტურნირზე და ყველაზე სუსტები ვართ.სიმართლე მწარეა მარა....
ბობო
04 ივნისი 2017 20:41
0
მსაჯი შეიძლება ცდებოდა მაგრამ თამაში ჩვენ ჩავაგდეთ. რამე ნახეთ ღირებული ჩვენი შესრულებით? ყველა მეტოქის შეტევა გარღვევით მთავრდებოდა, შერკინებაში დაგვჯაბნეს. მაგარი გამწარებული ვარ პირადად. ამ მწვრთნელებს თუ კიდევ დატოვებენ რაგბიც ფეხბურთის შინაურ ნეპოტისტური ჭაობისკენ გადგომია გზას და ეგ არის!
temuchin
04 ივნისი 2017 20:39
0
უაზრო თამაში
vaxo
04 ივნისი 2017 20:37
0
რაგბი ჩვენი თამაშია,მაგრამ მსაჯი სხვა თამაშს თამაშობდა.გაიხსენეთ რუმინეთთან დიდების წაგებული შეხვედრაიქაც მე მგონი ინგლისელი მსაჯი იყო,არაა?იქაც ცალ მხარეს სხვა წესებით სჯიდა,მეორე მხარეს კი სხვადღეს სანამ მატჩის ბედი არ გადაწყდა,მანამდე ყველაფერს ცალ მხარეს ხედავდა.არ ვამბობ,რომ ჩვენ მოვიგებდით,მაგრამ გაჭირვებულს ქვა აღმართში კი არაუფრო ადრე დაგვაყარა,აქაოდა ექვს ერზე ფიქრს მოეშვითო.ჯანდაბას,ეს თამაში წესით მაინც წასაგები იყო,მაგრამ დღეს კიდევ ორი უკანახაზელი დაგვემტვრა და ჩვენთვის გადამწყვეტ თამაშებში უკვე დიდი საფრთხეა,რომ უბრალოდ ჯანმრთელი მოთამაშე აღარ დაგვრჩება.
სოსო
04 ივნისი 2017 20:30
0

სიახლეები პოპულარული