U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან წააგო. როგორც ვთქვით, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მოულოდნელი ანგარიშში სხვაობა 54:0 და ჩვენი გუნდის მეტწილად ძალზე უფერული თამაში გვეჩვენა.

წინდაწინ ცნობილი იყო, რომ მოგების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებდით და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის განვაგრძობდით ბრძოლას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელთა შტაბმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება და საქმეში თადარიგის მოთამაშეები ჩართო.

- ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ

ცხადია, ის მორაგბეები, ვინც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ნაკრებში შემთხვევით არ
მოხვედრილან. მათ შერჩევის დიდი გზა გაიარეს და წესით, ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ. არა, მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ არ გამოვიდა.

თუმცა, მავანმა გუშინვე არგენტინის ნაკრების სამხრეთ აფრიკის გუნდთან დიდი ანგარიშით მარცხი შეიძლება მოიყვანოს მაგალითად. დიახ, ასეთებიც ხდება, მაგრამ არგენტინის უცნაური კრახი არგენტინელებმა იდარდონ. ასეც მოხდა, მათი მთავარი მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორი საქმეა, გუნდი, რომელიც შარშან ბრინჯაოსპრიზიორი იყო, თბილისში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა და ელიტაში დასარჩენად ისევ ჩვენთან უწევს ბრძოლა.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა ჩვენს გუნდს ყველაფერში აჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები, მოლიც და შერკინებაც თითქოს სადღაც გაქრა. მეტოქე უფრო მოტივირებულიც ჩანდა და ჩვენთან გამარჯვების შემდეგ საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, რაც საშუალებას აძლევს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

ამდენად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი ევროპული და ორი სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი განაგრძობს. საფრანგეთი ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ინგლისის მეტოქე კი სამხრეთი აფრიკა იქნება.

საქართველოს ნაკრები ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში მეტოქე არგენტინაა. მეორე წყვილი კი ირლანდიამ და სამოამ შეადგინა. დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ.

მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: პირველი აუტი საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა.
მე-3 წუთი: მეტოქემ აუტიდან ბურთი სუფთად მოიგო, ჯერ მოლით მოიგო ათიოდე მეტრი, მერე მორკინალებმა ორი დარტყმა განახორციელეს, შეტევაში უკანახაზელებიც ჩაერთნენ და ლელო მგეზავმა მატიე ჟალიბერმა გაიტანა. მანვე გარდასახა - 7:0
მე-5 წუთი: ფრანგებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი უგო ბონიფასმა აიტაცა და ლელოში გადადო. ჟალიბერს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:0.
მე-8 წუთი: საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პირველი საჯარიმო დაინიშნა. კარში დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა ბურთი აუტში გადავიტანეთ.
მე-11 წუთი: ფრანგებმა ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მოლი ააგორეს და აუტი, შერკინების კვაჭმა პიტო მაუვაკამ ლელო გაიტანა, ჟალიბერმა გარდასახა - 21:0
34-ე წუთი: 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი უხეიროდ გამოვიტანეთ. ფრანგებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ჟალიბერმა მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვაც მანვე გაიტანა - 28:0.
50-ე წუთი: მეტოქის მორიგი გააზრებული იერიში და ამჯერად ლელო შუამარბ ნათან დეკრონის ანგარიშზეა. ჟალიბერს გარდასახვა გაუცუდდა - 33:0.
53-ე წუთი: ფრანგების მორიგი დერეფანი, მოლი და ადვილი ლელო. ბოლოს ბურთით ხელში სელევასიო ტოლოფუა იყო. ჟალიბერმა გარდასახა - 40:0.
65-ე წუთი: ესევ აუტი, ისევ მოლი, მერე თამაში რაკში გადავიდა. ფრანგებმა ბურთი ხაზზე გაიტანეს. ლელო მესამეხაზელმა ალექსანდრ რუმამ გაიტანა. ჟალიბერმა ესეც გარდასახა - 47:0.
მე-80 წუთი: თამაში თითქმის დასრულებული იყო, ფრანგებმა მორიგი იერიში რომ წამოიწყეს. ხაზი ბატისტ ქუიუმ გაჭრა და მატჩის საბოლოო წერტილი გარდასახვით ჟალიბერმა დასვა - 54:0.

U20. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური
საქართველო-საფრანგეთი 0:54
საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე (მოდებაძე 60), გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე (აბჟანდაძე 66), დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი (გოგიჩაიშვილი 41), ზამთარაძე (ლ.პაპიძე 6), გ. პაპიძე (დუგლაძე 41), ჯაიანი (საღინაძე 67), ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.
საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დეკრონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კომპანონი (კაპელი 49), ვერჰაასი (ჯერალი 58), კოლომბე (ბრენანი 49), მაუვაკა (დუფური 64), ბონიფასი.
8ლ: მაუვაკა, ქუიუ, რუმა, ტოლოფუა, დეკრონი, ბონიფასი, ჟალიბერი (2). 7გ: არატე, ჟალიბერი (6)
მსაჯი: პაბლო დელუკა (არგფენტინა).

სამ.აფრიკა-არგენტინა 72:14
სამ.აფრიკა: 11ლ - ლიბოკი, პაპიერი, ავგუსტუსი, კილიერსი, პენქსე, ვილემსე, დე ფილიერსი, დრობელარი (2), ლომბარდი (2).
არგენტინა: 2ლ - მალანოსი, ლუნა. 2გ - ალბორნოსი.

ა თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ს.აფრიკა 3 2 1 0 +82 12 2
2. საფრანგეთი 3 2 1 0 +56 11 0
3. არგენტინა 3 1 0 2 -48 6 2
4. საქართველო 3 0 0 3 -89 0 0

A ჯგუფი
ავსტრალია-ინგლისი 19:20
ავსტრალია: ლ: ტუიპულოტუ. 4ს: გოდარდი (3), ნუკიფოა. გ: გოდარდი.
ინგლისი: 2ლ: იბიტოე, სტრიტი. 2გ: მალინსი. 2ს: კლეუსი, მალინსი.

სამოა-უელსი 20:54
სამოა: 2ლ - ენოკა, პოჰლა-მურეი, 2გ.2ს - ენე.
უელსი: 8ლ - ლუისი (2), როსერი, ვარდი, ბლეკერი, გუდჩაილდი, მური, გრიფიტსი. 7გ - ჯოუნზი (4), რობსონი (3)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 3 3 0 0 +70 14 2
2. ავსტრალია 3 2 0 1 +13 10 0
3. უელსი 3 1 0 2 +15 6 2
4. სამოა 3 0 0 3 -98 1 1

B ჯგუფი
იტალია-შოტლანდია 16:17
იტალია: 3ლ - ნეირნი, კროსბი, დოდი. გ - ისტგეიტი.
შოტლანდია: ლ - ზენონი. 3ს,გ - რიზი.

ახ.ზელანდია-ირლანდია 69:3
ახ.ზელანდია: 11ლ - ენარი, კრისტი, ფალკონი, ენროი, მაკეი, ჯორდანი (3), კლარკი (3).
ირლანდია: ს - ფიცჯერალდი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +131 15 3
2. შოტლანდია 3 2 0 1 -17 9 1
3. იტალია 3 1 0 2 -42 6 2
4. ირლანდია 3 0 0 3 -71 2 2.

საერთო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამხრეთი აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. შოტლანდია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. არგენტინა, 10. ირლანდია, 11. სამოა, 12. საქართველო.

პლეი ოფი
13 ივნისი
IX ადგილისთვის
საქართველო-არგენტინა
ირლანდია-სამოა

V ადგილისთვის
ავსტრალია-იტალია
შოტლანდია-უელსი

I ადგილისთვის
ახ.ზელანდია-საფრანგეთი
ინგლისი-სამ.აფრიკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთშიც და კალათბურთშიც მეტია კონკურენცია დ აამიტომ არის წარმატების მიღწევა რთული.

არ დაგავიწყდეთ, ესპანეთთან მოგება, საფრანგეთთან ფრე ხორვატიასთან და შოტლანდიასთან მოგებები, უელსთან ფრე.

ეს იგივეა რაგბში ინგლისს, უელლს, ირლანდიას მოუგო. აბა მოგეგოთ მერე ვნახავდით რა დღეში იქნებოდით.

რუმინეთები და რუსეთები რაგბში არიან ბელარუსის და ლატვიის დონეზე დღეს დღეობით. აა უპს დამავიწყდა რომ რუმინეთს ვეღარ ვუგებთ.

თორემ ისე ვგულშემატკივრობ ყველა სპორტს მაგრამ რაგბის მიღწევები გადაფასებულია.
mokled
09 ივნისი 2017 18:20
0
ვინ ვინარი და ვინ როგორ ერკვევა სპორტის ამათუიმ სახეობაში აქაც კარგად ჩანს კომენტარებიდან და ფეხბურთზე მაინც ივლის ხალხი რაცარუნდა წააგონო ასე რო ფიქრობს ზოგიერთი მიტოა მერე სტადიონები ცარიელი რო ეხვერწებიან ხალხს არგვინდა თქვენი ფული ოღონდკი მოდითო. კარგია რო ჩვენი ქომაგების უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქ რო წაგება ცუდი სულ წაგება კიდე მარაზმში გადადის.ეგარი რეალობა და რაგბს თავისი სპეციპიკური მაყურებელი ყავს ფეხბურთს თავისი ფეხბურთში მოსულა სტადიონზე იტალიის დროშებით და მაისურებით გამოწყობილი ქართველი ქომაგი როცა ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. და რაგბში ამას დამერწმუნედ ვერასდროს იხილავთ . და ვერც კალათბურთში.ისე თუარ მოგწონს ეგ რაგბი ნურც დააკომენტარებ და ნურც ივლი შე დალოცვილო კალთებსაც არავინ დაგახევს ესეც ხო ნათელია.ის წაგება ყოველთვის საწყენი და ცუდია მაგრამ ეს თემა მაშვინ მწვავდება როცა რეალობას მოწყდები.პირველი თამაშისთანავე დავწერე რო მწვრთნელი უნდა იყოს უცხოელი მაგრამ ისიც ვივარაუდე რო ყველა თამაშს წავაგებდით დიდი ანგარიშით და ამისგან არც ტრაგედია შემიქმნია და არც ლანძღვა გინება დამიწყია აქ .ისე თუ ლელო არიცი რაარი დერეფანი და შერკინება რაგინდა აპა რაგბზე რო წახვიდე სემიჩკის საჭმელად?
quTaiseli
09 ივნისი 2017 17:52
0
დემე-ს შეეშვი რა ღვიჯილიობას. გამომივიდა აქ პედაგოგი!!!! ეროვნულ გამოცდებს იბარებ თუ რაშია საქმე. ...
რაგბისტი მორაგბე
09 ივნისი 2017 17:41
0
ragbi chveni tamashia - "რამდენჯერ გავიდნენ კალათბურთელები მსოფლიოზე და ევროპაზე ხმა არ ამოუღიათ". შენს პირს შაქარი, მაგრამ ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, სამწუხაროდ ჯერ არ გსულან. ევროპაზე!!! კი ბატონო, რამდენჯერაც გინდა.
სანდრო
09 ივნისი 2017 17:03
0
რეგბისტები კი არა მორაგბეები. წერეთ ქართულად!!!!
დემე
09 ივნისი 2017 17:01
0
ითამაშა ფაქტიურად მეორე შემადგენლობამ, აზრი არ ქონდა თავის შეკვლას, მცირე ვერცხლის სინია გასათამაშებელი, ეს ისე ინფორმაციისთვის და ნუ ადარებთ სხვა სახეობებს, რაგბისტებს არავისთვის სტადიონი არ წაურთმევიათ და არც აპირებენ, ცოტა დააფასეთ რა ეგენიც, მე არ მესიამოვნა ასე წაგება, მაგრამ ძალები დაზოგა ძირითადმა და ეგაა
გელა შარაბიძე
09 ივნისი 2017 16:54
0
ისეთ მიუღებელ კომენტარებს ვკითხულობ, რომ ვეჭვობ ისევ ისე შესტკიოდეს ხალხს გული რაგბზე, როგორც რამოდენიმე წლის წინ. ელოდნენ, ელოდნენ და როცა შედეგები არასახარბიოლო დადგა, ეგრევე განუდგენ ნაკრებს. განსაკუთრებით გულის აცრუება რუმინეთთან წაგების შემდეგ შეინიშნება. ეს ლოგიკურიცაა. გარწმუნებთ, თუ ჩვენ ნაკრებს არ ექნა ხშირი ტესტმატჩები ბობოლა გუნდებთან, თუნდაც წააგონ, ამ ეტაპზე სხვას არც ველით(ექს ერზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი),რაგბის ინტერესი კიდევ უფრო შემცირდება და ბოლოს ფეხბურთსაც გადაასწრებს. თუმცა ფეხბურთი ისეთი სპორტის სახეობაა, რომელსაც ბოლომდე მაინც არ არცევენ ზურგს, გარბს კი!!! ხალხის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ არის რაგბის წესების გაგებაში. ლელოს დადებას თუ აღითქვამენ მხოლოდ. ასე რომ...
ბუბა
09 ივნისი 2017 16:50
0
ფეხბურთი და კალათბურთია ჩვენი თამაშიო რაგბი არაო? ფეხბურთი ჩვენითამაში იყო ბებიაჩემს რო ჭრელი ბამბის საცვლები ეცვა და მისი პენსიით რესტორანში რო ვქეიფობდით მაშვინ.ჩვენ რასაც ვთამაშობთ იმას თუ ფეხბურთი ქვიადა დაღუპულა ეგ სპორტის სახეობა და ეგარი.
quTaiseli
09 ივნისი 2017 16:36
0
ბარეორს ექიმებთან ვიზიტი არ გაწყენთ. ვინ როდის წაართვა ფეხბურთს სტადიონები. თან რა პერიოდზე ამბობთ, რანაირად წარმოგიდგენიათ რო თურმე ამნაირი ბლატები იყო? მაგდენი რო შეძლებოდა თურმე რაგბს მეტ დაფინანსებას მოითხოვდა და არა სტადიონებს.

სხვათაშორის რაგბის სტადიონები არ გასხვისებულა და თამაშობენ ამ სტადიონებზე და ფეხბურთს რა სტადიონებიც ჰქონდა კორპუსები და ფარეხებია ახლა იქ.
giga
09 ივნისი 2017 16:33
0
რაგბისტებს ჰო გიხაროდათ ფეხბურთელების წაგება, სტადიონებს რო ართმევდით?

ფეხბურთელები 54:00 მაინც არ წაგებენ. და საერთოდ ჯერ ევროპის ჩემპიონს მოუგეთ და მერე ილაპარაკეთ.

"რაგბი ჩვენი თამაშია"-ს დევიზის მომფიქრებელმა იგულისხმა, რომ ფეხბურთი და სხვა სპორტი არაა ჩვენი თამაში რაგბი ვითამაშოთო.

რამდენჯერ გავიდნენ კალათბურთელები მსოფლიოზე და ევროპაზე ხმა არ ამოუღიათ.

მოკლედ ვერაა ჩემთვის სანახაობრივი ეგ რაგბი და როგორც ჩანს ვეღარც შედეგებით დაიკვეხნით. გაუმარჯოს ფეხბურთს და კალათბურთს!

პ.ს. რაგბისტების წარმატება ისევე როგორც ყველა სპორტის ვინც ჩვენ სამშბლოს ასახელებვს მივესალმები, მაგრამ ჩვენი თამაშ ფეხბურთი, კალათბურთ და ჭიდაობაა.
ragbi chveni tamashia
09 ივნისი 2017 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული