13 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს.
- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]
ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"გასაგებ მიზეზთა გამო ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ
მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია. ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გვქონდა. თუმცა, განსაკუთრებით დაცვაში, ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის აღებაც შეგვეძლო. თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა საჯარიმომ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა.
არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა. მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული რკენით მათი დაღლა გვსურდა, რაც შევძელით კიდეც.
ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია. ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ ორ დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას".
ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი:
"დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება. ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახლა კი ერთი კენჭიც ვესროლოთ ჩვენს ბიჭებს.პირველი ტაიმის დასასრულს,ჯერ მსაჯმა უსამართლოდ წაგვართვა ბურთი რაქის ჩახურვის გამო,მაგრამ ჩვენებმა შესძლეს და წაართვეს მეტოქეს ბურთი,წაართვეს და იმის ნაცვლად რომ აუტში გადაეგდოთ,ისევ შეტევა წამოიწყეს და ძალიან მარტივ სიტუაციაში დაკარგეს,იმ მომენტში ლელოს შემთხვევით გადავრჩით,აი მატჩის დასასრულს კი უკვე ლელო მივიღეთ და კიდევ კარგი ქულათა მარაგი საკმარისი გვქონდა.ამ შემთხვევაში ბურთთან ახლოს წიკლაური იყო და შეეძლო ფეხით ნებისმიერ მხარეს დაერტყა,თამაში დამთავრდებოდა,მან კი დამიწება სცადა და მეტოქემ სასწაულებრივად და ქება მას ამისათვის,ნახტომში ხელი შეუძვრინა და როგორღაც დაასწრო წიკლაურს ბურთის დამიწება.ეს ორივე შემთხვევა უხეში ტაქტიკური შეცდომა იყო და ვფიქრობ კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია,მაგრამ ასეთ თამაშში ეს შეიძლება დამღუპველი გამოდგეს(ჩვენი ფეხბურთის ნაკრები სულ მაგით იღუპება)და სამომავლოდ ამასაც გათვალისწინება უნდა.
ახლა კი უკვე ველი ირლანდიასთან შეხვედრას.მორიგი სასწაულის იმედით.გამარჯვებას გისურვებთ,ბიჭებო.