თუმცა ამის მერე კიდევ რამდენიმე გამოტოვებული მატჩი გაიმართება. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უდავოა, ბოლნისის "ყოჩები" ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული, ანუ ეგრეთ წოდებული ზამთრის ჩემპიონია.
"ყოჩებმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარეს. დღეისთვის გუნდს 10 თამაშიდან 9 მოგება და ერთი ფრე აქვს. მეორეადგილოსან ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლელოს" კი 11 ქულით უსწრებს. განვლილ მეათე ტურში "ყოჩების" მეტოქე საკმაოდ ამბიციური თბილისის "არმაზი" იყო, რომელიც გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
არმაზელებს მატჩის
"ჯიქმა", თავის მხრივ, შინ წააგო ქუთაისის "აიასთან" და ქუთათურებს სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხური დაუთმო. რიონისპირული გუნდი, ისევე, როგორც "ჯიქი", ახალგაზრდული გუნდია. აქ, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი მომავალი "ბორჯღალოსანია". ახალგაზრდული ასაკის გამო "აიას" არასტაბილურობა დასჩემდა, თუმცა საბოლოოდ ეს გუნდი მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას მაინც შეძლებს.
საგულისხმოა, რომ ქუთათურები მე-11 ტურში სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერ თბილისის "თიბიესს" და დიდი ალბათობით, დაამარცხებს კიდეც. შედეგად "აია" მოწინავეთა შორის პოზიციის გამყარებას შეძლებს. "თიბიესი" კი თითქმის გასავარდნადაა განწირული, არადა, გუნდი თითქმის ყველა მოწინააღმდეგესთან შემართებით იბრძვის, იოლად არაფერს თმობს, თუმცა გამარჯვების მიღწევას ვერ ახერხებს.
ნელ-ნელა თამაშს უმატებს და კვლავ ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას თბილისის "ლელო", რომელიც მომავალ უქმეებზე "ბათუმს" უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ბათუმელებმა ჩემპიონატში სტარტი რიხიანად ვერ აიღეს, მაგრამ ბოლო სამ ტურში მიღწეულმა წარმატებებმა ისინი მესამე ადგილზე დაამკვიდრა. შესაბამისად, შაბათს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საინტესო ბრძოლაა მოსალოდნელი.
XI ტური
თიბიესი-აია, ლოკომოტივი-არმაზი (გადაიდო), არმია-ხარები (გადაიდო), ლელო-ბათუმი, ყოჩები-ჯიქი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 10 9 1 0 +114 40
2. ლელო 10 6 2 2 +61 29
3. ბათუმი 10 5 1 4 +27 26
4. ხარები 10 5 2 3 +30 26
5. აია 10 5 0 5 +4 23
6. ჯიქი 9 4 1 4 0 20
7. არმია 10 4 0 6 -48 19
8. ლოკომოტივი 9 3 1 5 -14 18
9. არმაზი 8 3 0 5 -19 14
10. თიბიესი 10 0 0 10 -155 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"