საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: ახალი კალენდარი, ძველი გუნდები

AutoSharing Option
ფოტოზე: აკადემია-ყოჩები
საქართველოს ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში, რომელშიც უწინდებურად ათი გუნდი იასპარეზებს, სტარტს 5 სექტემბერს აიღებს.

თუმცა მალევე შეწყდება. ორი ტურის გამართვის შემდეგ ქართული კლუბები 10 ოქტომბრამდე შეისვენებენ, რადგან 18 სექტემბერს ინგლისში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება.

ცხადია, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს საუკეთესოთა შორის არიან და მის რიგებში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიდან რამდენიმე მორაგბეა.

შეგახსენებთ, რომ გასული ჩემპიონატი თბილისის "ლელომ" მოიგო. უმაღლესი ლიგა თბილისის "თიბიესმა" დატოვა. მისი ადგილი კი პირველი ლიგის საუკეთესომ, ასევე თბილისურმა გუნდმა, "აკადემიამ" დაიკავა,
რომელიც უძლიერესთა კოჰორტას ერთი წლით დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ ახლა სატრანსფერო სეზონია გახურებული. საქართველოს ნაკრებში ახლახან გამოძახებული საბა შუბითიძე თბილისის "ჯიქიდან" ისევ მშობლიურ "აკადემიას" დაუბრუნდა.

სერიოზული შევსება მიიღო ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა". აქ მომავალი სეზონიდან კარიერას განაგრძობს "ბორჯღალოსნების" ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი, რომელიც რუსთავის "ხარების" აღზრდილია.

"არმია" დატოვა და "ლოკომოტივში" ითამაშებს შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი; კიდევ ერთი პირველხაზელი, ირაკლი ჩომახაშვილი დაიმატა გუნდმა "არმაზიდან", შუამარბი გიგა გაგოშვილი კი რკინიგზელებმა "ბათუმიდან" მიიწვიეს.

საქართველოს ჩემპიონატი. I წრე
I ტური
5 სექტემბერი
აკადემია-ლელო, არმია-ლოკომოტივი, ჯიქი-ყოჩები, არმაზი-ბათუმი, აია-ხარები

II ტური
12 სექტემბერი
აკადემია-ხარები, ბათუმი-აია, ყოჩები-არმაზი, ლოკომოტივი-ჯიქი, ლელო-არმია

III ტური
10 ოქტომბერი
არმია-აკადემია, ხარები-ბათუმი, აია-ყოჩები, არმაზი-ლოკომოტივი, ჯიქი-ლელო

IV ტური
17 ოქტომბერი
აკადემია-ბათუმი, ყოჩები-ხარები, ლოკომოტივი-აია, ლელო-არმაზი, არმია-ჯიქი

V ტური
24 ოქტომბერი
ჯიქი-აკადემია, ბათუმი-ყოჩები, ხარები-ლოკომოტივი, აია-ლელო, არმაზი-არმია

VI ტური
31 ოქტომბერი
აკადემია-ყოჩები, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ხარები, არმია-აია, ჯიქი-არმაზი.

VII ტური
7 ნოემბერი
არმაზი-აკადემია, ყოჩები-ლოკომოტივი, ბათუმი-ლელო, ხარები-არმია, აია-ჯიქი

VIII ტური
21 ნოემბერი
აკადემია-ლოკომოტივი, ლელო-ყოჩები, არმია-ბათუმი, ჯიქი-ხარები, არმაზი-აია

IX ტური
28 ნოემბერი
აია-აკადემია, ლოკომოტივი-ლელო, ყოჩები-არმია, ბათუმი-ჯიქი, ხარები-არმაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული