ორკვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისინი ზე რაგბის (ზე 18) ორი ფრანჩაიზის მუშაობის პრინციპებს ეცნობიან:
15-22 იანვარს ოქლენდში, "ბლუზის" ბაზაზე იცხოვრებენ, ხოლო 23-26 იანვარს ველინგთონში გადაინაცვლებენ და ზე რაგბის მოქმედი ჩემპიონის, "ჰარიქეინზის" მზადების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
მწვრთნელები სრულად იქნებიან ჩართულნი კივური გუნდების სავარჯიშო პროცესში. პარალელურად, ზაზა ლეჟავა ამ კლუბების აკადემიათა მუშაობის პრინციპებს გაეცნობა.
ქართველთა ვიზიტს "ბლუზის" ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა
"ჰეიგი მიიჩნევს, რომ "ბლუზის" ბაზაზე გატარებული ერთი კვირა ქართულ რაგბის ხანგრძლივ პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს.
ორშაბათიდან "ბლუზში" თავად ჰეიგი, ნაკრების შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი, დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა სტუმრობენ. მათ აქვთ საშუალება, რომ ელიტარული გუნდის მზადების პროცესში სრულად ჩაებნენ.
"მივიღეთ ფრიადი შესაძლებლობა, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ და ჩართულნი ვიყოთ "ბლუზის" მზადებაში. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. მათი მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაძლიერდება" - ამბობს ჰეიგი.
ჰეიგი საქართველოში გადასვლამდე, 2008-11 წლებში, "ქაუნთიზ მანუკაუს" წვრთნიდა და მასთან "ბლუზის" მთავარი მწვრთნელის, ტანა უმანგას თანაშემწე სთივ ჯექსონი მუშაობდა.
"ამ ვიზიტის შედეგად დავრწმუნდი, რომ სამწვრთნელო ფილოსოფიის კუთხით სწორ გზაზე ვდგავართ და ეს ძალიან კარგია. უდიდესი სიამოვნება მივიღე ტანასა და მისი ამალის მუშაობის ხილვით", - აღნიშნა ჰეიგმა.
ქართული რაგბი დღითიდღე ძლიერდება. ეროვნულმა ნაკრებმა უკვე დაიბევა მომდევნო, 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში. ამავდროულად, საქართველო წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
"საქართველოში რაგბი გეომეტრიული პროგრესით იზრდება. პირველად რომ ჩავედი, სულ სამი სარაგბო მოედანი იყო. ახლა მათმა რაოდენობამ ოცს უწია. უკვე მსოფლიო დონის შესაფერი ბაზები გვაქვს. იზრდება ნიჭიერ მოთამაშეთა თაობა. ვიმედოვნებ, რომ ზრდის ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება" - ამბობს ჰეიგი".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ჩემი აზრით ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს,მაგრამ იმაში რომ ნაკრები ახალ,უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა,მწვრთნელების და მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში მილტონ ჰეიგის ღვაწლი უზარმაზარია.ჩვენს ნაკრებს მწვრთნელებში აშკარად უმართლებს და ამიტომ რაგბის ფედერაციას სრულიად ვენდობი,მას ჯერჯერობით დიდი შეცდომა არ დაუშვია და როცა მილტონ ჰეიგი თავის რესურსს ამოწურავს მასაც ჩაანაცვლებენ სხვა უფრო მაღალი რანგის მწვრთნელით,ბატონი მილტონი კი აქედან გასაშვები კაცი არ არის,მისი გამოყენება მომავალშიც დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ რაგბის უკვე სხვა რანგში.