დღეს, 6 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" წლის პირველი შეკრების გასავლელად ტულუზაში გაემგზავრნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა საწყისი ორი მატჩისთვის 26 იანვარს დაასახელა - სულ 31 მორაგბე. გამოძახებულთაგან უმეტესობა ქართული კლუბებიდანაა: 16 მორაგბე დიდი 10-დან და ერთიც პირველი ლიგიდან.
- "ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია
რაზმში ერთი ცვლილებაა: "სტად ფრანსეს" ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ მიკრო-ტრავმა მიიღო და მის
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, "ბორჯღალოსნების" ფრანგული შეკრება 9 თებერვლამდე გასტანს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გეზს ბრიუსელისკენ აიღებს. ბელგია-საქართველოს მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" ბაზაზე განაგრძობს მზადებას. ეს თამაში 19 თებერვალს, რუსთავში გაიმართება და 15:00 სთ-ზე დაიწყება.