გიორგი ნემსაძე: რუმინეთის ძლევის შემდეგ გერმანია ჩემპიონატის ფავორიტად იქცა!

AutoSharing Option
17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "შევარდენზე" წლის პირველი ღია ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, 19 თებერვალს, რუსთავში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

- მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური "ბრისტოლის" მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"მეორე კვირაა კარგად ვემზადებით და გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები ვართ. მართალია, გასულ კვირაში თამაშის ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ ეს სათამაშო პირობების ბრალია. ძალიან ცუდ ამინდში და მოედანზე მოგვიხდა თამაში.

ჩვენს გუნდში ახალი
მორაგბეები მრავლად არიან. მათ კომბინაციები ადვილად შეითვისეს და მათ დახვეწაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, მომავალი თამაშისთვის ყველანი მზად ვართ.

გერმანიის ნაკრებზე მოკლედ ვიტყვი - რუმინეთის ძლევით ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების ფავორიტად იქცა! ჩვენ მათთან თამაშისთვის ისე ვემზადებით, როგორც ვემზადებოდით და მოვემზადებოდით რუმინეთისთვის, რადგან აქამდე ჩვენი კონკურენტი სწორედ რუმინეთი იყო. ახლა მას გერმანიამ მოუგო, რამაც ეს ნაკრები თასის მოგების პრეტენდენტად აქცია.

წელს პირველ საშინაო შეხვედრას ვატარებთ და მზად ვართ, გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმი დავდოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
თამაში არ მინახავს,მაგრამ,მჯერა,რუმინეთი 18 ქულით დაწინაურების მერე მოდუნდა და ამის გამი დაისაჯა.სხვათა შორის ჩვენც იგივე დაგვემართა ბელგიასთან 17-0-ზე.ასე რომ მოდუნება არავისთან არ შეიძლება.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
სოსო
18 თებერვალი 2017 19:44
0
გადავჯეგავთ რა თქმა უნდა.
guri
18 თებერვალი 2017 14:46
0
მრავალწერტილო ეს უბრალოდ დიპლომატიური განცხადებებია ასე ვთქვათ. მერე მეორე მეტოქის არდაფასებას სანამდე მიუყვანია ჩვენე გაცილებით დიდი გუნდები არა ახალია.
giorgi
18 თებერვალი 2017 14:39
0
ეს რაგბია, ეს სპორტია და დარწმუნებული ვარ ნემსომ ,როგორც ჯენტლმენმა და მაღალი დონის პროფესიონალმა მეტოქისთვი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თორემ ..... გადათელავენ, აბა რას იზამენ. გერმანია პერსპექტიული გუნდია და 5-10 წლის შემდეგ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, მაგრამ დღეს შორსაა იქიდან, რომ საქართველოს თუნდაც მესამე ნაკრებს მოუგოს.
წარმატებები ბიჭებს
18 თებერვალი 2017 14:37
0
კარგით ეხლა თქვენც ტოტალიზატორის თამაში არ დაიწყოთ, რადგანაც თავი ქუდში გაქვთ. გერმანია არა მადაგასკარი. ბელგიელებსაც ყველა ფრანგები ჰყავდათ და შედეგი რა? მერომელიღაცე დონის ფრანგი და სამხრეთაფრიკელი თუ მოგიგებთ ექვს ერში რა გესაქმებათ. გერმანიისნაირები უნდა გადათელოთ რომ ვინმემ უფრო სერიოზულად შემოგხედოთ. ეს არა მარტო ჩემი აზრია, მე ასე მგონია.
.........
18 თებერვალი 2017 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული