Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
მოდი და ამ ყველაფრის შემდეგ რაც ამ კაცს აქვს გაღებული საქართველოსთვის, ვინმემ აუგათ მოიხსენიოს ?
ღმერთმა ბევრი მოგცეთ რომ უფრო მეტად დაეხმაროთ ჩვენს სამშობლოს !
გაიხარეთ ბიძო !
ადამიანებს მაგრად გვიყვარხართ . . .

J A G A
20 თებერვალი 2017 17:54
0
სად არიან "კრიტიკოსები", რათაც არ ჩანან? :), თუ ჯერ ბოღმიანი და გესლიანი კომენტარის ტექსტს ამუღამებებენ.
წარმატებები ბიჭებო!!!!
ბექა
20 თებერვალი 2017 17:53
0
bidzos jer iseti araferi gauketebia mere ukan atmagad ar amoegos.
esec gahirvebuli xalxis da gadzvirebuli cxovrebis xarjze gaketdeb.ar damiblokot.
. . . . . .
20 თებერვალი 2017 17:52
0
ბიძო მაგარია და გამკეთებელია.
10
20 თებერვალი 2017 17:50
0
იმედია ბიუჯეტიდან არ მოგვიწევს ამის დადება))) მაგრამ რაგბისთვის გაკეთებულ კარგ საქმეს იმედია კიდევ დაუმატებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანს!)) ხო აქ კომენტარებს კი ნამდვილად ის სიტყვა შეეფერება რასაც ხალხზე ამბობენ.....))
svan
20 თებერვალი 2017 17:50
0
ბიძინა ისედაც ძალიან დაეხმარა უკვე ქართულ რაგბს, ეს რომ ჭორი იყოს ამ კაცის ამაგი ქართულ რაგბზე მაინც ძალიან დიდია
გიორგი
20 თებერვალი 2017 17:49
0
დაპირებაა :)
გიო
20 თებერვალი 2017 17:48
0
ბიძო მაგარია, ახლა თუ მაგან ეს მოჯადოებული 6 ერი დაამარცხა, ანუ თუ მიაღწია საქართველოს მონაწილეობას, ეს უკვე მსოფლიო სპორტში სამუდამოდ ჩაწერილი მაგარი ისტორია იქნება!
aburjga
20 თებერვალი 2017 17:33
0
ბიძო მაგარი ქართველია
jariskaci
20 თებერვალი 2017 17:30
0
ჩვენ ზემოთქმულთან ერთად გვჩირდება სერიოზული და არა მოყვარული დინამოზე ბევრად დიდი , მსოპლიო დონის სტადიონი, რომელიც იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრების რაგბის მთავარი მოედანი , როგორიც 6 ერში შემავალ ყველა ნაკრებს აქვს და ამით ამაყობენ კიდეც.
demna
20 თებერვალი 2017 17:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული