Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
მამულოო ტქვენ მინდა გაგცეტ პასუხიი, იციტ თუ არა რომ ივანისშვილმა 12 რაგბისს სტადიონი ასჰენაა? საქარტველოსჰი??
isa
20 თებერვალი 2017 19:29
0
ძალიან კარგი საქმე იქნება! იმედია რაგბის ბოსები არ დაგვბლოკავენ.
ფერნანდო
20 თებერვალი 2017 19:24
0
ეგ ფული საკლუბო რაგბში ჩადოს ურჩევნია, სწორი საქმისკენ მიმართოს და ექვს ერს კი არ შევუერთდებით, ექვის ერი შეგვიერთებს
evrojorjia
20 თებერვალი 2017 19:24
0
ივანიშვილი არაფრის გადამხდელი არ არის, თუ გამოვიდა ეგ საქმე მაგასაც ბიუჯეტს აკიდებს გადასახდელად.
ოღონდ მოგცენ 6 ერში შესასვლელი შანსი და თუ უნდა საკუთარი სახე დაახატინოს სტანიონის საფარზე ბიძინამ
zz
20 თებერვალი 2017 19:23
0
ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი პატრიოტი და ამავე დროს კაცი აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის შესაქებად ჯერ იმიტომ რომ ეს სატანა მოგვაშორა და მერე იმიტომ საქმეს აკეთებს და არ ყვირის იმ ნაძირალასავით და დორბლიანივით მოკლედ მე დიდ პათივს ვცემ და დიდი მადლობა მას რომ გვყავს ეტყობა ასეთი ხალხი პერიოდულად რომ გვყავს მაგიტომ ვართ აქამდე და ვარსებობთ
ნია
20 თებერვალი 2017 18:44
0
და თქვენ გჯერათ ამ ზღაპრების?რისი გადამხდელია ივანიშვილი? სულ რამდენიმე ათასი ჯდება ჩელენჯ ქაფზე მონაწილეობა და ის არ დაუფინანსებია საქართველოს ჩემპიონისთვის (ჩვენს მაივრად რუსები გამოდიან იქ)და 10 მილიონს გადაიხდის?ეს სტატია არის კიდევ ერთი ცდა ბიძინას გაპიარებისა.როსა გადაიხდის მერე ატეხეთ ჭყლოპინი ბიძინას თაყვანისმცემლიბო.
mamulo
20 თებერვალი 2017 18:42
0
10 მილიონი ფუნტი ეს შოტლანდიას უჯდება სახლში წელიწადში 6 თამაშის ჩატარება. საქართველოში ნაკლები დაჯდება.
vato
20 თებერვალი 2017 18:11
0
იმათაც ჩვენსავით თუ არ აბოლებს :) უფასო ფულის პონტში
კაკო
20 თებერვალი 2017 18:10
0
მორიგი ბოლი
გოგი
20 თებერვალი 2017 18:09
0
შენ გაიხარე ივანიშვილო და შენმა მოდგმამ იხაროს!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
20 თებერვალი 2017 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული