Corriere dello Sport: 2018 წლის ნოემბერში იტალია და საქართველო ტესტს ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური სარაგბო ბლოგი rugby1823 იუწყება, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტ-მატჩი გაიმართება იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ბლოგს წყაროდ ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport მოჰყავს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.

ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
საქართველოს ნაკრები მიცვალებული არ არის, რო ან მხოლოდ კარგი ვილაპარაკოთ მასზე ან არაფერი.

პრობლემები ბევრი გვაქვს და დღევანდელ იტალიას ალბათ შესწევს ძალა კლასით გვაჯობოს და დაგვამარცხოს.

ბევრია წუნი და ელემენტარული უპატიებელი შეცდომები ჩვენს თამაშში რასაც კარგი გუნდი არ გვაპატიებს და რასაც ვერ ვასწორებთ წლებია უკვე. ესაა შეტევითი ფაზა: ხელით თამაში, სწორი დარტყმები, რაქი და ა.შ.
იკა
24 თებერვალი 2017 11:23
0
ეს თამაში რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა მოვიგოთ!!!
zura
24 თებერვალი 2017 11:07
0
ეტყობა, რომ არასწორი და ჭორი ინფორმაციაა. 2018 წლის ნოემბერში რა ტესტმატჩები იქნება, ახლა არავინ არ იცის.
mvx
24 თებერვალი 2017 11:03
0
ოოო უკვე დაიძაბააა:)) მოდით აბა მარიაჟო ბიჭებო რა შეგიძლიათ გვაჩვენეთ:)) ეტყობა ბევრი ითათბირეს და გადაწყვიტეს კურდღლის პოზიციაში ყოფნას შერკინება ჯობიაო:)))
:)
24 თებერვალი 2017 10:50
0
ძალიან კარგი. საინტერესოა სად შედგება შეხვედრა. თუმცა სადაც არ უნდა შედგეს, აუცილებლად უნდა დავცეთ ბეჭებზე. ასეც იქნება.
giga
24 თებერვალი 2017 10:47
0
ალბათ იტალიაში?.. თუ ნეიტრალუტზე? არა მგონია მაგათმა თავისი ნებით თბილისში ,,ჩამოსუნონ"
Irakli apkhaidze
24 თებერვალი 2017 10:19
0
კარგი სიახლეა დღეიდანვეა მზადება საჭირო ეს იქნება საკვანძო თამაში იგივე დიდგორი
vano
24 თებერვალი 2017 10:17
0
დიდი მნიშვნელობა ექნება თუ სად ჩატარდება მატჩი. შოტლანდიელებისავით ხელოვნურსაფარიანზე ან რაღაც უბედურ პირობებში არ გვათამაშონ (იტალიელებს ასეთი "აფერისტობები" სჩვევიათ)
pele
24 თებერვალი 2017 10:10
0
საქართველომ კი არა იტალიამ უნდა დაამტკიცოს რამდენად იმსახურებს 6 ერს.
ვასო
24 თებერვალი 2017 09:42
0
ამ "ექვსერელს" აუცილებლად უნდა გადავუაროთ.
მიშა
24 თებერვალი 2017 09:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული