საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი სულაც ესპანელებმა მოიგეს, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-2 წუთზე, ბრედლი ლაინკდეიტერის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში გამართული 101–ე შეხვედრა იყო, საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა.

ამას ესპანელთა მწვავე იერიში მოჰყა და
შედეგად საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდიმ დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. აი, 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.

59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 39 /
საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, თამაში პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა, იღბალი გვაკლდა და ალბათ სხვა ყველაფერთან ერთად ესპანეთში ხანგძლივმა ყოფნამ ფსიქოლოგიურად მოგვადუნა.
dk
06 მარტი 2017 14:21
0
მე-ს.მე,გეთანხმები და ერთს დავამატებ,ჩვენი ბიჭები შეტევაში ბურთს გაჩერებულები იღებენ,ეს კი ძალიან ამცირებს კონტაქტში დარტყმის ძალას და სისწრაფეც იკარგება.
სოსო
06 მარტი 2017 11:11
0
Me
სწორი ანალიზია და გეთანხმები. უაზრო აჟიოტაჟი არაფერში გვჭირდება. სწორედაც რომ საჭირო გზით ვანვითარებთ რაგბს.
ლაშა
05 მარტი 2017 23:17
0
მინდა დავამატო, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ამ ჯგუფში არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ყველამ იცის საქართველო #1 ფავორიტია და საქართველოს ა ნაკრებიც #1 ფავორიტია, როგორც აღმოჩნდა ამ ფორმაციის ნაკრებს ვერ დაარქმევ სხვა სახელს, ამ თამაშს, რომ მოვიგებდით ეჭვის საფუძველი არ გვქონია მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წავაგეთ ნათლად ჩანდა ტაქტიკა მიწოლით არ გვინდოდა თამაში, 5 მეტრიან შერკინებაში არ მივაწექით ბოლომდე არ შევიყვანეთ ესპანეთი ლელოში, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ვჩაგრავდით მათ შერკინებას, არც მოლი დავაყენეთ აუტების შემდეგ, რაც ყოველთვის კეთდება საქართველოს ნაკრების თამაშში ვეცადეთ გვეთამაშა სწრაფი, რაგბი, რაც არ გამოვიდა ამის მიზეზი არ არის მარტო ჩვენი ხელიდან ბურთის ვარდნა ამას ემატება ესპანელებისთვის მსაჯის მიერ მიცემული თავისუფლება რაქში და ჯარიმების "ხეირის" დროის ჩვენთვის გაუქმება. ამას ემატება ძირითადი ბირთვის გამოუცდელობა და ალბათ კაპიტნის ცოტა არაკაპიტნური საქციელი(ნემსაძეს ვგულისხმობ) ძალიან კარგი მორაგბეა, მაგრამ ძალიან მოეშალა ნერვები მსაჯის საქციელზე ეს არ ეკადრება მას აყვნენ პატარებიც და ხასიათი გაუფუჭდათ, საქართველო კიდე ხასიათის გუნდია გაგახსენებთ ნამიბიასთან მატჩს მსაჯმა არ ჩათვალა 2 ლელო და ხასიათი გაგვიფუჭდა მერე ვერ ვითამაშეთ.
მომწონს ახალი დამატებული ბიჭები კარგ რაგბს თამაშობენ დინამიკაში იღებენ ბურთს და ერთმანეთს და ბურთს გრძნობენ ეს კარგია,მეტს ველოდები ლომიძისგან ძალიან მოუკლო არ შედის სწორად კონტაქტში ბურთს ხშირად აგდებინებენ ხელიდან და ვერც მაღალ ბურთზე თამაშობს, მოუკლო ვასკამაც ან შეუთამაშებელი იყო იმედია.
მინდა ერთი დავამატო ნუ გავაკრიტიკებთ ჩვენს ნაკრებს ცუდათ ნათამაშები მატჩისთვის ეს არის საწვრთნელი თამაშები თუ აქ კრიტიკას ავტეხთ ცუდი მატჩისთვის (წაგებას არ ვგულისხმობ არ უნდა წავაგოთ მოგება არაფერს გვაძლევს წაგება ბევრს გვაკარგინებს რისკი უნდა გავთვალოთ)მწვრთნელი იძულებული იქნება მინიმუმამდე დაიყვანოს ექსპერიმენტები, როგორც გულდში ისე ტაქტიკაში და ეს ცუდია განვითარებისთვის, როცა მოვიდა ჰეიგი თქვა სხვა დონეზე უნდა ავიდეთო და შეასრულა კიდეც ეხლა სხვა დონეზე უნდა ავიდეთ ამიტომ არსენალში იარაღი უნდა დავიმატოთ ერთი ისრით ომში ვერ წავალთ, რაც გინდა დავჩაგროთ ყველა შერკინებაში ეს მაინც სტატიკური ნაწილია, კი დავჩაგრეთ შოტლანდია შერკინებაში ,მაგრამ წავაგეთ თან მაგრად. შერკინებას უნდა დავუმატოთ რაქის სწრაფი გაწმენდა, ხაზის გაჭრა და კაცზე სწორად მიყოლა ამას ვსწავლობთ და ვაცადოთ.
რუსეთთან და რუმინეთთან იქნება ალბათ ტესტი ან მარტო რუმინეთთან.
მითუმეტეს რუმინეთს შარშანდელი სირცხვილი აქვს ჩამოსაბანი და წლევანდელი გერმანიასთან წაგებაც ზედ დამატებული.
me
05 მარტი 2017 20:39
0
vato-ს

"ა" ნაკრები სახელად შეიძლება დაერქვას და ნებისმიერი შემადგენლობით ათამაშო. რამდენადაც ვიცი ჩვენი ნაკრები ამერიკულ ტურნეში არგენტინა/აშშ/კანადას პირველი ნაკრებით ეთამაშებიან რადგანაც რეიტინგში სხვაობა ზღვარზე ნაკლებია, ხოლო ბრაზილიასთან სწორედაც რომ "ა" ნაკრების სახელით იქნებიან.
რამაზ
05 მარტი 2017 14:37
0
ეს ყველაფერი გასაგებია და მისაღები, ახლაა დრო ექსპერიმენტების და გამოცდების, თუ ჩავარდნაა ახლა ჯობია იყოს, მაგრამ 7 კაცა რაგბზე რატო არაფერს .... რაგბის კავშირი? ლოს-ანჟელესის ტურნირი რატო გამოვტოვეთ და ოლიმპიური სახეობა რომ არის და ბევრი ჩვენზე უკან მდგომი ქვეყანა ამ სახეობას ანვითარებს ჩვენ სად ვართ?
irakli Apkhaidze
05 მარტი 2017 14:33
0
რაგბის გულშემატკივრებო,ქართველებო
უნდა გავითვალისწინო რომ დღეს ყველა ე რ ი ცდილობს განვითარებას-გამძლავრებას,გაცილებით უკეთესი შედეგების დადებას.
რაგბი ძ ა ლ ზ ე ძლიერი,შეიძლება ითქვას თანამედროვეობის ყველაზე სრულყოფილი სპორტია.
შესაძლებლობა თითოეული ერისათვის,რომ თავისი შინაგანი, ფიზიკური,ინტელექტუალური... ენერგია და ძლევამოსილება გამოამჟღავნოს და მით ი ა მ ა ყ ო ს.
რა გასაკვირია რომ ძალზე კარგად ვითარდებიან,განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ერები ?!
ფ ა ქ ტ ი ა -თუ ფეხბურთს ფინანსებს და ამ ფინანსების შოუებს ჩამოვაშორებთ..ნ ო მ ე რ 1-ლი სპორტია დღეს,ანუ 21-ე საუკუნის კაცობრიობის ნომერ 1-ლი სპორტი!

დღესდღეობით ჩვენვის საჭიროა რეგბის სისტემური და ფინანსური განვითარება-განმტკიცება შეუქცევადი იყოს ,რომ მ ყ ა რ ი და მტკიცე შევიქმნათ ამ ძლიერ სპორტის სახეობაში...ამიტომ საჭიროა დღეს ახალგაზრდების გამოცდა და უნდა გვესმოდეს,რომ ჩავარდნებიც შეიძლება იყოს,მთავარია შეცდომების გაანალიზება და გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა შეუქცევადი იყოს!
გუშინ კარგი თამაში ვერ გამოვიდა,მაგრამ ბიჭებმა მ ო ი გ ე ს და პატივი უნდა ვცეთ და მშვიდად უნდა შევხდეთ ,რომ მომავალში შეცდომებზე გაათმაგებით იმუშავონ და ძლიერი და ხარისხიანი თამაშები აჩვენონ და ეს ასე იქნება(!)

ხო,5 ერისათვის-აც უ კ ვ ე მზად ვართ და დღესაც რომ შევიდეთ,მომავალი წლიდან უკვე მთელი ძალებით გვეთამაშებიან ,,დიდი ბიჭები,, და დამარცხებებსაც მიიღებენ,მაგრამ ეს დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა ჯერ-ჯერობით არა მ ა რ ტ ო ქართული რაგბის მეორნეობის,ორგანიზებულობის,ჩადებული ფინანსების,მენეჯმეტის,ეროვნული ჩემპიონატების ხარისხის,არამედ მეგობარი ერების: ფრანგების და ბრიტანელების,იქ რომ არ თამაშობდნენ ქართველები,ამ დონეს ვერ მივაღწევდით...საჭიროა შიდა ეროვნული ჩემპიონატის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა და ამ მკმართულებით დაუცხრომნელი მუშაობა!
glaxuna
05 მარტი 2017 14:29
0
პირველია თუ დუბლიორები თამაში არ მომეწონა!
გოგი ქუთაისელი
05 მარტი 2017 14:22
0
კონკურენცია კარგია რაც უფრო გაძლიერდებიან რაგბი ევროპის გუნდები მით უკეთესი ჩვენთვის. ა ნაკრებით თამაში ალბათ არ გვაწყობდა იმიტომ რომ ჩვენი ა ნაკრები ისე ვერ მოუგებს ამ გუნდებს როგორც შერეული ნაკრები. დიდი მოგებები აუცილებელია იმიტომ რომ წნეხი გავზარდოთ 6ერზე. პარალელურად ყველა მოთამაშეც უნდა გამიოიცადოს და შეთამაშდეს ნაკრებთან. ასე რომ რაგაც შუა გზა ავირჩიეთ რაც ჩემი აზრით სწორია ამ ეტაპზე. ახალი რაგბის უნიფორმა ძაან მაგარი გამოვიდა!
vato
05 მარტი 2017 14:05
0
გილოცავთ ყველას.მაგრამ 6 ერზე რომ გვაქვს პრეტენზია ცოტა გამართული რაგბი უნდა ითამაშო.ასეთი ცუდი თამაში დიდი ხანია არ მიყურებია.კი მსაჯი აზრზე არ იყო რას აკეთებდა მარა როსა საქართველო ხარ და ესპანეთს ეთამაშები მსაჯებზე არ უნდა გიწევდეს ლაპარაკი ისე უნდა უგებდე.ასეთი თამაშით იტალიაც კი მოგვიგებს 40 ქულით მინიმუმ
bacho
05 მარტი 2017 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული