დავით კაჭარავა: ჩემს რუს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული კლუბის "ენისეის" მორაგბე დავით კაჭარავამ "შევარდენზე" გამართულ ღია ვარჯიშზე ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"ვიცით, რომ რუსეთთან თამაში ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც ამ თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გულშემატკივარი მრავლად მოვა და მათ წინ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. "დინამო არენის" ატმოსფეროც არაჩვეულებრივია და ვფიქრობ,
კარგი თამაში გამოვა, რომელიც ჩვენთვის დადებითად დასრულდება.

განვიხილეთ რუსეთის თამაში და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობაა წინა წლების გუნდებთან შედარებით.

ჩემს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა და 50 000 გულშემატკივრის წინ თამაში. რუსეთში, თუ არ ვცდები, 2 000 გულშემატკივარი ესწრება, სპორტსმენისთვის კი ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში მნიშვნელოვანია", - თქვა კაჭარავამ, რომელიც რუსეთთან მატჩში 98-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
50 000 რუსი ცამოდის? და ამას რა უხარია?
/??
12 მარტი 2017 10:56
0
რატომ აკომენტარებ აქ? ისე კლდეზე ცოცვა თუ იცი?
klde-s
12 მარტი 2017 01:17
0
ნახეთ, როგორი პატივისცემით და მეგობრულად ასრულებენ მატჩს რაგბისტები.სპორტი პოლიტიკის გარეშე.ღირსეულად მოვექცეთ მეტოქეს.

მალხაზ აბულაძე
11 მარტი 2017 20:20
0
კაით რა ვის აინტერესებს რაგბი როდესაც საფეხბურთო ნაკრების თამაში მოახლოვდა! .... რაგბს!
klde
11 მარტი 2017 19:37
0
ენისეი, სადღაც კრასნოიარსკშია, დასაკარგავ ტუნდრაში და რატომ არ გაუხარდებათ ცივილიზაციაში და კულტურულ ქვეყანაში ჩამოსვლა.
თუმცა, ციმბირელები ბევრად ჯობია მოსკოველებს.
11 მარტი 2017 19:02
0
ჩვენ რაგბისტებს კიდევ ერტ გამარჯვებას ვუსურვებ, "რუსოფობიით" დაავადებულებს კი, განკურნებას. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!!!
tngh
11 მარტი 2017 17:29
0
გეთანხმები 100% ით
ბავარია
11 მარტი 2017 17:02
0
გაიკითხეთ და გაიგეთ აგვისტოს ომის დროს რომელმა სპორცმენებმა მოიკითხეს ქართველები.ესენი რაგბისტები იყვნენ.სირცხვილი იქნება სტვენა.მაგათ ჩვენი კაცები მოუგებენ და ეს არის მთავარი
eka
11 მარტი 2017 16:26
0
სასაცილოა როდესაც რუსეთის ჰიმნზე სტვენა საქართველოს ინტერესების დაცვა გონიათ. უზრდელობაა, უკულტურობაა, უმეცრებაა
giorgi
11 მარტი 2017 16:22
0
მსქროლავი ტროლი-ს ეგეთი რამ არ არსებობს რაგბში რომ მოწინააღმდეგეს ბურთი რომ აქვს დაუსტვინო ეგ კი არა მოწინააღმდეგეც კი როცა ურტყავს კარებში ირლანდიელი ქომაგი ჩუმად არის ბუზის ხმასაც კი ვერ გაიგონებ... სად გინახავთ რომელიმე გუნდს უსტვენდნენ 6 ერის თამაშზე თუ მსოფლიო ჩემპიონატზე?! რაგბში ეს მისაღები საქციელი არ არის ვინც უყურებს ევროპულ და სამხრეთულ რაგბს დამეთანხმება! იმ მორაგბეებს არავინ ერჩის ეგენი რა შუაში არიან საერთოდ არამედ ქვეყანას ეს ორი რამ ნუ გერევათ ერთმანეთში
svan
11 მარტი 2017 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული