"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენის" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა.
გიორგი კოშაძის ლელო
Sportall.Ge

მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.

26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა ულამაზესი სოლო-რეიდის შემდეგ, სადაც რამდენიმე რუსი მორაგბე ჩამოიტოვა, პასი ვასილ ლობჟანიძეს
მისცა, რომელსაც ლელოს დამიწება არ გასჭირვებია. კვირიკაშვილმა კი გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 14:0.

ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.

საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 14:0 დასრულდა.

50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ უკვე მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა გარდასახვით 2 ქულა დაუმატა და ანგარიში 21:0 გახადა.

52-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მამუკა გორგოძესა და რუს მორაგბეს შორის ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მალევე განიმუხტა.

- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]

სამწუხაროდ, 55-ე წუთზე რუსებმაც შეძლეს ლელოს დადება. 5 ქულა იური კუშნაროვმა ჩაიწერა. რუსებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 21:7.

58-ე წუთზე კვირკაშვილს სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

67-ე წუთზე კი დავით კაჭარავამ ჩაიწერა ლელო საკუთარ ანგარიშზე, კვირიკაშვილს ამჯერად სიზუსტემ არ უმტყუნა - 28:7.
იხილეთ ვიდეო: საქართველოს ლელოები რუსეთთან მატჩში
Sportall.Ge

75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც გაიტანეს - 28:14.

საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 28:14 გაიმარჯვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

- "ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"
- პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...
- მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 მარტს სტუმრად რუმინეთთან გამართავენ.

ფოტო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 12 /
კი უსტვენდნენ მაგრამ ძალიან ცოტა ნაწილი უსტვენდა
svan-ს
13 მარტი 2017 10:17
0
მაგრად ვეთამაშეთ დოპინგით გაბერილ რუსებს არაფერი არ უშველით ამ უბედურებს;)))
vato
13 მარტი 2017 01:57
0
ცალკეულ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, საერთო ჯამში საქართველომ ძალიან დაბალი დონის რაგბი ითამაშა...
Gia
12 მარტი 2017 23:40
0
კარგები ხართ ბიჭებო აი ძალიან მაგრები,მაგრამ ცოტა ყურადღებით რა, ნუ აუშვით,ესაო და ყველას ვუგებთო ასე არ შეიძლება.ერთხელაც დავისჯებით იცოდეთ.6 ერში კიდე ასეთი თამაშით 40-50 ქულით წაგება არ აგვცდება.აბა თქვენ იცით არ მოდუნდეთ.
gela
12 მარტი 2017 22:00
0
ამ ქვეყნის ბედნიერება ისაა რომ ყოველი ახალი თაობა უკეთესი მოდის რაგბში

ახალგაზრდულის წევრები ძალიან კარგად ირჯებოდნენ, ეს ღვაწლმოსილი უფროსები "პასაობდნენ" უხეიროდ თორე ახალგაზრდებს ერთმანეთის პოვნა არ უჭირთ მოედანზე

კომენტატორმა თქვა ახალგაზრდებს გამოცდილება შეემატებათო: ვისა კაცო, ირლანდია, იტალია და მსოფლიოს ათ საუკეთესოსთან მოასპარეზე ახალგაზრდებს რუსებისგან აქვთ რამე შესაძენი?
ragbi rugbi
12 მარტი 2017 21:29
0
ესე იგი მაშინ როცა რუსის მარცხი იწერებოდა, ერთად შეკრებილი ქართველი გულშემატკივარი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ნამდვილად მაგარი იყო
P.S. ისიც ძაან მომეწონა ხელდახელ თამაშში რომ ბევრი გავისარჯეთ, შეცდომით თუ უშეცდომოთ, ასეა საჭირო
ragbi rugbi
12 მარტი 2017 20:32
0
ვულოცავ მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას,მაგრამ ასეთი თამაშით და ამდენი შეცდომებით,რომელიც სამწუხაროდ ,თამასიდან თამაშამდე არ კლებულობს,6 ერშიჯერ ჯერობით არაფერი გვესაქმება. ჰეიგმა მგონი მოტივაცია დაკარგა ,რაც ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს.
mamulo
12 მარტი 2017 20:18
0
რამდენი "უკულტურო" ადამიანი ყოფილა როგორ უსტვენდნენ ჰიმნზე))))))))))))))) კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნეტავ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ელემენტარულ საქმეში მაინც ქონდეთ კულტურა... გამოჩნდა გუშინ საგზაო ნიშნების მოძრობით))))))))))))))))))))))
svan
12 მარტი 2017 20:18
0
ჯერ ადრეა ექვსი ერი.
დიტო
12 მარტი 2017 20:06
0
მოგება ჩაეთვალათ მაგრამ თამაშის ხარისხი საშინელი. ხელით თამაში ბევრად გამოსასწორებელია, საშინელ დონეზეა რა შვიდი ერი ინგლისის თამაშს არ უყურეს რა სისწრაფეზე მოძრაობს უკანა ხაზი და ბურთი მისრიალებს უპრობლემოდ. თვლა ამერია იმდენჯერ დაუვარდათ ბურთი და წინ გადააგდეს. რაქიც მეტს მოითხოვს. დაკიდებულ ბურთსაც ვერ ხვდებიან დონეზე. ერთი 4 ლელო მინიმუმ კიდევ უნდა დაედოთ რომ არა ელემენტარული ხარვეზები.
niko
12 მარტი 2017 19:58
0

სიახლეები პოპულარული