რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუმინეთთან სამატჩო რაზმი დაასახელა.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა რუსეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: შუამარბად გუნდში გამოჯანმრთელებული მერაბ შარიქაძე დაბრუნდა და დავით კაჭარავას შეუწყვილდა, მღლეტელად ითამაშებს გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც რუსეთთან შეხვედრაში დაისვენა, მარჯვენა ბურჯად კი თამაშს, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.

სათადარიგოებს დაემატნენ გამოცდილი მორაგბეები - ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე. სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ახალგაზრ
და გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ბუქარესტში 19 მარტს, 17:00 სთ-ზე დაიწყება. სტადიონ "არკეულზე" გამართული შეხვედრა ტურნირის გამარჯვებულთან ერთად, "ანთიმოზ ივერიელის თასის" მფლობელსაც გამოავლენს, რომელიც ამ ორი ნაკრების დაპირისპირებაში თამაშდება.

რუმინელებს "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველობის მოსაპოვებლად ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებათ, ჩვენს გუნდს კი ხელს ფრეც აძლევს.

აღსანიშნავია, რომ რუმენთთან დაპირისპირება "ბორჯღალოსნებისთვის" ისტორიაში საიუბილეო - მეორასე მატჩია!

საქართველოს ნაკრები:
უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი სვანიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი კოშაძე, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 თორნიკე მატარაძე, 18
ლაშა ტაბიძე, 19 ლაშა ლომიძე, 20 გიორგი ცუცქირიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 31 /
აფრასიძე ძალიან მაგარი ბავშვია არანაკლები ვასკაზე და ხომ არ ჯობია ეგ ბიჭი 10 ნომრად მოამზადონ ნაკრებისთვის? აქვს 10 ნომერზე თამაშის გამოცდილება და ორი კარგი 9 ნომერის და შედარებით სუსტი 10 ნომერს ორივე კარგი გვყავდეს არ ჯობია? ყველაზე ჭკვიანი არ ვარ და სხვასაც მოუვიდოდა ეს იდეა მაგრამ რატო არ გადაიყვანეს საინტერესოა
0
ალბათ იმიტომ რომ არ არის ათი ნომრისთვის კარგი მორაგბე. 10 ნომერი ტექნიკასთან ერთად ძალიან სწრაფიც უნდა იყოს და გელა 10 ნომრის ოზიციისთვის არ არის სწრაფი ბიჭი. ცოტა მოზრდილი რომ იყოს ფიზიკურად და სრაფი აი მაშნ კი კარგი 10 ნომერი დადგებოდა. 10 ნომერზე არიან ჯინჭველაშვილი და 18 თუ 20 წლამდელებშ თედო აბჯანდაძე.
გიოირგი
18:24 17-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული