"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
გამოაქვეყნეთ კომენტარები დროულად გამწარებულია ხალხი რა///
zura
19 მარტი 2017 19:21
0
ეს წაგება შეიძლება კარგიც იყოს, ზედმეტად თვითდაჯერებულები იყვნენ ბოლო თამაშები. არადა არც ესპანეთთან და არც რუსეთთან კარგად არ გვითამაშია.
შემდეგში უფრო მობილიზებულები გამოვლენ მოედანზე
dato
19 მარტი 2017 19:20
0
კვირიკაშვილმა გაგვიჩალიჩა...
koba
19 მარტი 2017 19:20
0
იყო თუ არა სვანიძე ყველაზე სუსტი რგოლი?? ჯერ ფიზიკურად ისეთი სუსტია რომ რუმინელმა მორაგბემ ცალი ხელით.. ვიმეორებ ცალი ხელით აწია მთლიანი მორაგბე და გადადო მოედნის იქით რა უნდა მაგას მთავარ ნაკრებში???????????????????????????????????????? არც ბეკოშვილი ბრწყინავდა . კიდევ კარგი ნარიაშვილი გყვავდა თორემ სირცხვილი და თავის მოჭრა მერე გენახათ
BMW
19 მარტი 2017 19:20
0
წაგება არის ჰეიგის ბრალი, რუმინეთთან ძირითადი ბიჭები უნდა გამოეძახა. სირცხვილია იმ გუნდთან წავაგეთ რომელმა ც ვგერმანიასთან დათმო პირველი თამაში.
გიორგი
19 მარტი 2017 19:20
0
რა უნდა დავწერო არ ვიცი ისეთი გამწარებული ვარ,ესეთი უთავბოლო თამაში, არაორგანიზებული არააგრესიული არაჯიგრიანი შეცდომებით სავსე მე არ მინახია, რუმინელები ვიცანი და ეს მეორე გუნდი ვინ იყო ვერ ვიცანი ძაან გამწარებული ვარ და იმედია ეს თამაში ჭკუის სასწავლებელი იქნება თავში ქონდათ ავარდნილი ამ ბოლო დროს და უპასუხისმგებლოდ თამაშობდნენ, რუსეთთან თამაშის შემდეგ რისიც მეშინოდა ის მოხდა იმიტო რო ესე უგულოდ თამაშობდნენ მაშინაც თითქოს ნახევარი ძალით...ამ სპორტში ვართ ძლიერები ამით ვამაყობთ და აქაც გავბანძდით ფუუ მოკლედ რა....
zura
19 მარტი 2017 19:16
0

არა უშავს.
პატივი ცეთ რუმინელთა თავგანწირულ თამაშსს!

საქართველოს ნაკრებს სერიოზული მუშაობა ჭირდება შეცდომების მინიმუმადე დაყვანისათვის.
ამ მიმართულებით- დერაფენში,რაქში,მოლიდან,უკანა ხაზის კომბინაციებიდან...
უკანა ხაზი არა მარტო სწრაფები უნდა გვყავდეს,ფ ი ზ ი კ უ რ ა დ მეტად ძლიერები-დაცვაში აგრესიული თამაშისათვის
მჯედლიძე,ფრუიძე და სხვა კიდევ უფრო ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები გვიჭრდება!
დამრტყმელ-ე ბ ი ც მოსაძებნია,მეკო-ასაკშია !

ჯიჭველაშვილს,სიჯინავასკოშაძეს ევროპული ფიზ მომზადების მწვრთნელები ჭირდება!
glaxuna
19 მარტი 2017 19:16
0
ცხელ გულზე არ ვწერ.მაგარი რეგრესია.ამდენი აუტის დაკარგვა.სხვა ბავშვური შეცდომებიმპირველ ტაიმში შერკინების ფიასკო.ეტყობა ძველი თაობის მაქსიმუმია და იმედი ახალგაზრდებზე გადავიტანოთ,კვირიკაშვილი და სხვები ნელნენლა უნდა ჩამოცილდნენ
mamuka
19 მარტი 2017 19:16
0
ეჰ, გადაიდო ჩვენი 6 ერი ერთი 50 წლით მაინც
მახოია
19 მარტი 2017 19:12
0
ოო ძალიან ცუდია. ცივი წყალი გადაგვასხეს. თამაშს რაც შეეხება ჩემი აზრით არ ვიმსახურებდით მოგებას. ძალიან სუსტად ვითამაშეთ
TTE
19 მარტი 2017 19:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული