გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის უფროსმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გია ნიჟარაძემ Sportall.ge-სთან იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

ნიჟარაძე იაპონიაშია და კენჭისყრასაც დაესწრო.

"შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. უელსი, ავსტრალია შეგვხვდნენ და ალბათ, ის ორი გუნდი ფიჯი და კანადა იქნება. ეს ჯგუფი ჩვენი ამოცანების განხორციელებას გაგვირთულებს.

თუმცა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ისეთ გუნდებს, როგორიც ფიჯია, უნდა ვუგებდეთ. წინ ორი წელია
და ნაკრები ამ მატჩებისთვის სათანადოდ მოემზადება. გვექნება ტესტ-მატჩებიც. ვეთამაშებით უელსს და მეტოქეს თამაშის დროს უკეთ გავიცნობთ.

მთავარ ამოცანად ისევ მინიმუმ ორი მოგება რჩება", - გვითხრა ნიჟარაძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
პირველი, რომ ძალიან რთული ჯგუფი შეგგხვდა. მეორე, ნაკრებში თაობათა ცვლა დაიწყო და ეს მომავალ ჩემპიონატემდე არ დასრულდება. ამდენად, ჩემი აზრით, უფრო სასურველია 2019 წლის ჩემპიონატი 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილოთ. ამ თვალსაზრისით ის მოთამაშეები უნდა გამოვიყვანოთ, რომლებიც 2023 ითამაშებენ. ისინი უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ.
gogig
11 მაისი 2017 16:25
0
პირველი ხაზი - შეირჩევა კონკურენტუნარიანი, 4-5 ნომრებზე რა გითხრათ. ნემსაძეს ასაკი მოემატება, მიქაუტაძეს ... , მარქაფაშიც მზარდი პოტენციალისას ვერავის ვხედავ. მესამე ხაზიც შეიძლება ასე თუ ისე შეირჩეს. 9 ნომერზე არაგვიშავს, 10 ზე უკეთესს ვისურვებდი. უკანა ხაზში შარიქაძე, მჭედლიძე, კაჭისაც ასაკი მოემატება და 11, 13, 15 ნომრებზე ვინ ისეთი, რომ ფიჯის ვეომოთ მესამე ადგილისთვის? კანადასთანაც ძალიან, ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს. გამოსავალი? უფრო თამამად ეს 2 წელი ახალგაზრდების დაწინაურება და ტაქტიკაზე/ებზე მათი გაწვრთნა
Rezo110
11 მაისი 2017 08:30
0
6 ერის კარის გაღებაზე ვიფიქროთ და არა იმაზე ვინ ძლიერი შეგვხვდა და ვინ გვერჩივნა. რაგბი კაცების თამაშია!
1,2,3,5,8...
10 მაისი 2017 22:21
0
მთავარი არი ის რომ შეშინებულები არ გავიდნენ ისე როგორც შოტლანდიაში პირველი ტაიმი იყო, ხომ შეგვძლებია თამაში, ხომ ვიტამაშეთ მეორე ტაიმი, ასე რომ მთავარია კარგად მომზადება და არავითარი შიშით გასვლა მოედანზე.
kaxa
10 მაისი 2017 22:07
0
არ გაგვიმართლაო ეს რაღა იციან,საბავშვო ჩემპიონატი ხომ არ არის,მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა ძლიერი ნაკრებია,არც ერთ ჯგუფში არ არის სუსტი ნაკრები,უნდა ვიბრძოლოთ და ყველა თამაში მოვიგოთ
LL
10 მაისი 2017 18:50
0
მართალის ნიჟარაძე - არ გაგვიმართლა. ჯგუფსი მე-3 ადგილის დაკავება ძალიამ ძნელი იქნება.
გიორგი
10 მაისი 2017 18:28
0
ორ წელში ბევრი რამე შეიძლება ჩვენ სასიკეთოდ შეიცვალოს, რთული ჯგუფი მართლა არის, მაგრამ წინა მსოფლიოზე იაპონიამ თუ გამოაცხო სენსაცია, ჩვენ რით ვართ ნაკლებები? თან ავსტრალიაში თაობათა ცვლაა, წინა ვარსკვლავური სასტავიდან ბევრი აღარ იქნება. ერთადერთი რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, გორგოძეს წასვლაა, 35 წელი არაა კატასტროფული ასაკი მამუკას ფიზიკური მონაცემების პატრონისთვის, სულაც მეორე ხაზში დადგებოდა, აი ზუსტად მაგაზეა ზედგამოჭრილი-,,ბებერი ხარის რქებიც ხნავენო"
ვასო
10 მაისი 2017 18:22
0
თუ მე-3 ადგილის დაკავებაა ჩვენი მიზანი, ყველაზე რეალურ ჯგუფში მოვხვდით, თუ მე-2 ადგილი გვინდა, ვენაცვალე თქვენს შემართებას, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს !!!!
დათო
10 მაისი 2017 18:08
0
რას ნიშნავს არ გაგვიმართლა...ნუ დაემზგავსებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს...სამი თამაში უნდა მოვიგოთ ეგეთი შემართებით უნდა ვიყოთ.
ვასკა
10 მაისი 2017 17:36
0
ყველასთან შეიძლება მოგება გარდა ავსტრალიისა
შაჰ ნამე
10 მაისი 2017 17:34
0

სიახლეები პოპულარული