კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.
მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.
03:01 11-06-2017
"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ყველა შეცდომას უამინდობას ნუ დავაბრალებთ. მაგალითად მოლის აგორებით რამდენჯერმე შეეძლოთ ბურთის შეტანა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს.
0
0
გილოცავთ ყველას
0
0
წინა პოსტში გამომრჩა და ახლა აღვნიშნავ იქაური ქართველი გულშემატკივრების თავდადებას. ასეთ ამინდში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემულე ქომაგობდა ნაკრებს. პირველი ტაიმის შემდეგ კანადელების დიდი ნაწილი სტადიონიდან წამოსულა. ჩვენები ბოლომდე დარჩნენ - ამიტომაც მოვიგეთ.
0
0
კანადის ნაკრებს აკლდა 4 ძირითადის მოამაშე. ისევე როგორც ჩვენ. ;) არაითარი მეორე გუნდი. ჩვენ არ გვყავდა. ჩილაჩავა, ვიტო, თაზო მჭედლიძე და ა.შ. თამაში ცუდი გამოვიდა, მაგრამ მოვიგეთ მშრალზე.
0
0
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან გამარჯვებას.მითუმეტეს მას შემდეგ რაც ნაკრები დატოვა ჯერ ზირაქაშვილმა ეხლა კი გორგოძემ გუნდი თავიდან გადასაწყობია და კანადასთან გამარჯვება მათ მოედანზე ძალიან გასახარია. კანადასაც აკლდა რამოდენიმე მორაგბე, მაგრამ ჩვენებმა 2ტაიმში პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე. ანგარიი მეტი იქნებოდა რომ არა ცუდი ამინდი,ძლიერი ქარი. ასე რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს 6 ერში თამაშს ამას კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ!
0
0
ეგეტი ტამაშიტ ჰორს ვერ გავფრინდებით. სირცხვილია!
0
0
აღარ დავწერ კომენტარს ამ საიტზე არასოდეს. რა უბედურებაა რატომ არ აქვეყნებთ არაფერი დამიწერია ისეთი რასაც ცენზურა შეეხებოდა
0
0
ექვს ერში როცა შევალთ ალბატ ანტირაგბისტებს გული წაუვათ ეგ კიარა როარ მოეგო ესთამაში ჩვენებს ერთი გნიასი იქნებოდა აქ.
0
0
6 ერის ღირსნი ვართ,ოღონდ იქამდე კარგ გვარიანი გზა გვაქვს გასავლელი...ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ აქამდე ხომ მოვედით? ხოდა 6 ერამდეც მივალთ და უფრო ზემოთაცწავალთ!!!!
0
0
ჩვენ 6 ერის ღირსნი არ ვართ... და სწორადაც იქცევიან 6 ერის ადმინისტრაცია! რა არის ამ თამაშში მოსალოცი თქვენ გგონიათ კანადის მთავარ ნაკრებს მოუგეთ...?! ეს იყო მეორე შემადგენლობა არც კი დაა ნახეთ როგორ თამაშობს საქართველოს პირველი გუნდი))))))))))
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (21)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული