"ბორჯღალოსნებმა" ტესტმატჩში აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩი გამართა აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა

მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 0:5.

ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა - 3:8.

28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 3:11.

ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ) საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა - 3:18.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო
გაიტანა - 3:21.

57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა - 10:21.

13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა - 17:21.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო 17:21
Sportall.Ge

78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად მოიგო აშშ-ში.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო. სრული მატჩი
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს, პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში 13:0 დაამარცხეს კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს დაასრულებს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვიგეთ! კარგია!
მარა არ მომეწონა ჩვენების თამაში და რა ვქნა? მაინც ვიძახო რა მაგრად ვითამაშეთქო? ასეთი თამაშით არგენტინასთან შანსი არა გვაქ!
და კიდევ: მომეჩვენა, თუ მართლა გააქრეს ეროვნულის კვართიდან ვაზის ლერწი?!!!!!!!!
0
გილოცავთ აშშ-ს დამარცხებას! გამარჯვება კარგია, მაგრამ თუ რეალურად არ შეფასდა ნაკრებში არსებული მდგომარეობა ძალიან მალე უარყოფითი შედეგი დადგება! ზოგი სეზონის ბოლოს დაღლილობაზე აკეთებს აქცენტს, ზოგ გულშემატკივარა კიდევ ჰეიგამდე სად ვიყავით იმას ადსრებს. ამერიკელებისთვის არაა სეზონის ბოლო მეორე ტაიმში კინაღამ რომ მოიგეს თამაში?! ჰეიგს დიდი მადლობა მიღწევებისთვის მაგრამ თუ ვეღარ ვითარდება გუნდი მწვრთნელი მიდის! რუმინეთთან წაგება იყო კატასტროფა, მარტო შედეგის გამო არა, თამაშის ხარისხის მიზეზით! გუშინდელი თამაშის ხარისხი იყო კოშმარი, შერკინების გარდა არაფერმა იმუშავა. მეორე ტაიმს აგებს მწვრთნელი, ჩვენ გუშინ 14-3 წავაგეთ! ამაზე უნდა დაფიქრდეს ვისაც რაგბზე გული შესტკივა. მომიტევეთ, ჭკუას არავის ვარიგებ, ჩემ აზრს ვაფუქსირებ
პაატა
20:54 18-06-2017
0

სიახლეები პოპულარული