თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ

AutoSharing Option
თუკი 24 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინის ნაკრებთან არ წააგებს, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას - მე-11 ადგილს დაუბრუნდება.

მილტონ ჰეიგი: არგენტინა მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება

ზუსტად ერთი წლის წინათ "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთი წაუგებლად მოიარეს. ბოლო მატჩში (24 ივნისს) ქართველებმა ფიჯი 14:3 დაამარცხეს, ხოლო იაპონიამ შოტლანდიასთან წააგო - ასე აღმოვჩნდით 75,23 სარეიტინგო ქულით მე-11 ადგილზე.

დღეისათვის საქართველოს ნაკრები 73,61 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო იაპონია - 74,09 ქულით მე-11-ზე. ჩვენი უახლოესი მეტოქე არგენტინა 79,31 ქულით მე-9 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნებს" ფრის შემთხვევაში 0,87 ქულა მოემატებათ, მოგების შემთხვევაში - 1,87. ორივე შემთხვევაში, ეს საკმარისი იქნება იაპონიის გასასწრებად (რა თქმა უნდა, იაპონიის წაგების შემთხვევაში).

15-ზე მეტი ქულით მოგების შემთხვევაში (რაც ძალზე არარეალურია) საქართველოს ნაკრები 2,80 ქულას მოიმატებს და ფიჯისაც გადაასწრებს (თუ ეს უკანასკნელი შოტლანდიასთან წააგებს) და ათეულში შევა.

ივნისის ტესტებში საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უკან მყოფი კანადა (13:0) და აშშ (21:17) დაამარცხა, რისი წყალობითაც 0,69 ბალი მოიმატა და იაპონიასთან 0,48 ბალი აშორებს.

აქვე ვიტყვით, რომ, რა თქმა უნდა, არგენტინელი "პუმები" ფავორიტები არიან "ბორჯღალოსნებთან" მატჩში, რომელიც ქალაქ ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 საათზე გაიმართება.

"ბორჯღალოსნები" "პუმებს" სამჯერ შეხვდნენ მსოფლიოს თასზე და სამჯერვე დამარცხდნენ: 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015). იყო ერთი ტესტიც 2013 წელს სან ხუანში, "ბორჯღალოსნები" 18:29 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბურთი უნდა ვაკონტროლოდ უფრო მეტი ხანი და არ წავაგებთ
kaxa
22 ივნისი 2017 13:21
0
მოგების შანსი მიზერულია. გამოცდილებას შეიძენენ. ახალი სახეები გუნდში უფრო კარგი იქნებოდა. განსაკუთრებით უკანა ხაზის ცვლილება.ხელით თამაში, რაქში დროულად ჩასვლა, ოფლოუდები ამას სჭირდება დახვეწა. მარტო შერკინებით რუმინეთსაც ვეღარ მოვუგეთ.
Firali
22 ივნისი 2017 13:07
0
ამერიკასთან თამაშის შემყურეს არგენტინასთან შანსი არ გვაქვს, ეს 20 წლიანები დროზე წამოიზარდონ იქნება რაგბის მსგავსი ვითმაშოთ რასაც დიდები თამაშობენ ეგ არ არის რაგბი, მიაწექია ეგ
დინამო
22 ივნისი 2017 11:41
0
თუ ბურთი დავიჭირეთ და ელემენტარული შეცდომები არ დავუშვით, დიდი შანსია წარმატებას მივაღწიოთ.
გულშემატკივარი
22 ივნისი 2017 10:08
0
15 ქულამდე, ან მეტით წაგებისას რა გველის?
-*
22 ივნისი 2017 09:46
0
და ზელანდიას თუ მოვუგეთ საერთოდ ხუთეულში შევალთ. რეალისტები რომ ვიყოთ და სტატიებიც რეალური სურათის განხილვა იყოს არა? სამწუხაროდ ბოლო 2 თამაშის მიხედვით არგენტინასთან მხოლოდ 3 ლელოს სხვაობით თუ წავაგეთ მიღწევა იქნება
???
22 ივნისი 2017 02:26
0
ოცნებას კაცი არ მოუკლავს...
status quo
21 ივნისი 2017 21:32
0
კანადა და ამერიკა უნდა დაგვემარცხებინა 15 ქულაზე მეტით
1
21 ივნისი 2017 19:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული