"შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

"ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ, რაც ის "ზე რაგბისა" და "რაგბი ჩემფიონშიფს" (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩვენთვის კარგ შესაძლებლობაა, ვნახოთ, სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა
მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ".

- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 22 /
ხელით თამაშის სასწავლად ინგლისელი რა ზელანდიელზე მეტად ასწავლის?:)))///ესე ადვილი სასწავლი რომ იყოს ჩვენი ლომები დებილები კი არ არიან... ბავშვობიდან უნდა ამას სწავლა, სწორედ ამიტომ თამაშობენ ახალგაზრდები უკეთ ხელით, რომ მეტი ყურადღება მიექცა. მილტონ ჰეიგზე კი აუგის თქმა საკუთარ უცოდინრობასა და უმადურობას გავს.
murtalo
23 ივნისი 2017 21:49
0
არც გაშლა, არც მოლი, აღარც შერკინებაო და დავანებოთ თავი რააგბს? ვერ გავიგე ხალხო თქვენი რაა. აცალეთ ხალხს მუშაობა და კიდე მხარი დაუჭირეთ თქვენი კომენტარებით ვააა.წარმატებები ბიჭებს.
kaxa
23 ივნისი 2017 20:22
0
მე მგონია რო ნაკრებს სასწრაფოდ გამოსასწორებელი აქ ხელით თამაში, და იქნებ გვეცადა ბრიტანელი მწვრთნელი. რაც შეეხება შერკინებას მე მგონია მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოები ვართ.
kaxa qartveli
23 ივნისი 2017 19:32
0
მელიტონამ ამოწურა თავისი თავი ნაკრები ვეღარ ვითარდება 20 წლამდელები უკეთესად ტამაშობენ ხელით ვიდრე ეროვნული გუნდი, შერკინება რომ არ გვყავდეს ესეთი ძლიერი ყველა გუნდთან გაგვიჭირდება დადებით შედეგზე ფიქრი!!!
1
23 ივნისი 2017 18:06
0
Miltona unda wavides tu ganvitareba g vs us! !!
Yu
23 ივნისი 2017 17:16
0
ისე ითამაშეთ რომ თითქოს თანაბარი ძალების გუნდები ხვდებიან თორე წაგებაზე არ ვიდარდებ დიდად ოღონდ პროგრესი დავინახო მეტი არ მინდა არაფერი
ბონდო
23 ივნისი 2017 17:02
0
მეტ სისწრაფეს და სისხარტეს უფრო მაღალი დონის მორაგბეები სჭირდება!!! ქუბრიაშვილი ტრავმირებულია,კაკოვინსაც წელის პრობლემა აქვს უკვე დიდი ხანია, კოლელიშვილი განაცხადშია!
zaza
23 ივნისი 2017 16:53
1
iqneba dacerot vinmem ra dros romel saatzea es ragbi.
S.P
23 ივნისი 2017 16:45
0
ფაქტიურად ხურდება მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება, კაი იყო 2 თამაშის მოგება, აქაც თუ 15 ქულაში შევალთ კაი იქნება! ქუბრიაშვილი, კაკოვინი, კოლელიშვილი სად არიან?...
Irakli apkhaidze
23 ივნისი 2017 16:26
0
კიდევ ერთი თავი დაიწერება თუ გაიმარჯვეს, თორემ წაგების შემთხვევაში კრიტიკული წერილების გარდა არამგონია რაიმე დაიწეროს.
მე
23 ივნისი 2017 16:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული