"როდესაც გულშემატკივარი განსაკუთრებულის მოლოდინშია" - მერაბ შარიქაძე

AutoSharing Option
ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ მატჩს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს:

"სპრინბოქსს" 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდიელ "ლომებთან" სამმატჩიანი სერია ელით, მანამდე კი, 3 და 10 ივლისს, "ბორჯღალოსნებს" მასპინძლობენ.

აფრიკიდან შინ დაბრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულში, ტიერ1-ის გუნდებთან სამი ტესტ-მატჩი გამოგვივა, რისი მსგავსიც აქამდე ზაფხულის ტესტებზე არასდროს ყოფილა.

„სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და
ტიერ1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს, მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება.

ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებულნი დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ“.

საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა და აფრიკელებმა, ბრიტანელ და ირლანდიელ "ლომებთან" შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნია. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს“.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავს და შინ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს (მატჩი 29 მაისს გაიმართება) მიიღებს.

წყარო: Rugby.ge

altორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული