ურუგვაის ნაკრებმა "თბილისის თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
თბილისში გასამართი ახალი საერთაშორისო ტურნირის, "თბილისის თასის" გათამაშების მეოთხე მონაწილის, ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

"ლოს ტეროსში", როგორც ამ გუნდს მეტსახელად ეძახიან, ჩვენთვის ნაცნობ გვარს ვერ ამოვიკითხავთ.

ურუგვაის ნაკრები საქართველოში პირველად გვესტუმრება. თუმცა თბილისში მათი ვიზიტი აქამდეც უნდა გამართულიყო, მაგრამ 2005 წელს ჩვენამდე ვერ ჩამოაღწიეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მადრიდამდე ჩავიდნენ, თბილისში გამოფრენა კი ვერ მოახერხეს.

ურუგვაისთან ძველი ანგარიში გვაქვს. ამ გუნდს პირველად 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე გადავეყარეთ და დავმარცხდით. ორი წლის შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით,
რევანშის აღების საშუალება არ მოგვეცა. ოდნავ მოგვიანებით ურუგვაელებს ბუქარესტში IRB-ის ერთა თასზე მაინც დავუპირისპირდით და დავამარცხეთ.

ამჯერად "თბილისის თასზე" ურუგვაელებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეხვედრის შედეგი მსოფლიოს რეიტინგზე აისახება.

ურუგვაი
ავგუსტინ ალონსო, ავგუსტინ დელ კასტილიო, ავგუსტინ ინდარტე, ალბერტო რომანი, ალეხო კორალი, ალეხო დურანი, არტურო ავალო, კრისტოფ სოსარ დე ლიმა, გერმან ალბანელი, დიეგო მანო, ფედერიკო მუჟიჩა, ფერენანდო ბასკუ, ფრანსისკო ხიმენესი, ფრანსისკო ვესინო, ფრანკო ლამანა, გასტონ გიბერნაუ, გასტონ იბარბურუ, ხერონიმო ეჩევერი, ხუან ეჩევერია, ხუან გამინარა, ხუან პენა, ლეონარდო ლეივასი, მარიო საგარიო, მატეო გულარტი, მატეო სანგვინეტი, მატიას პალომე, მაქსიმილიანო გონსალესი, ნიკოლას კლაპენბახი, პაბლო ბუენო, როდოლფო დე მულა, როდრიგო დე პაროსი, როდრიგო დე პაზოსი, როდრიგო ესპიგა, სანტიაგო კორი, სებასტიან საგარიო.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბათუმი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).
#12-13: დავით კაჭარავა (როდეზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).

თბილისის თასი
7 ივნისი
ურუგვაი-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-მზარდი ირლანდია

11 ივნისი
მზარდი ირლანდია-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-ურუგვაი

16 ივნისი
ურუგვაი-მზარდი ირლანდია
საქართველო-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა თბილისის ტურნირისთვის ცნობილია
"ბორჯღალოსნების" მეტოქემ, არგენტინის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

IRB თბილისი ცუპ 2013: სამხრეთ აფრიკა და ირლანდია ემზადებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული