საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - პრემიალური გვჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი "თბილისის თასის" გათამაშების ბოლო ტურში ტურნირის ლიდერს, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც ორი თამაშიდან ორივე მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" ტურნირის მოსაგებად პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებათ, რათა მზარდი ირლანდიისთვის მიუწვდომელი გახდნენ. ამასთან ერთად, ჩვენმა გუნდმა აფრიკელებს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ უნდა მისცეს.

ერთი სიტყვით, ბოლო ტურს ძალიან დიდი ინტრიგა ახლავს, რადგან "თბილისის თასის" მოპოვების შანსი სამ გუნდს აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები, რომელიც ისედაც გადახალისებული იყო, გათამაშების ლიდერს კიდევ უფრო შესუსტებული შეხვდება, რადგან წამყვანი მოთამაშეები დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე-კლერმონი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი), შალვა სუთიაშვილი (მასი) და გიორგი ბეგაძე (ბათუმი) უკვე არგენტინაში არიან.

მათთან ერთად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრნენ ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე-ტულუზი) და ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), რომლებსაც "თბილისის" თასზე" არ უთამაშიათ.

ცხადია, მათ არყოფნაში საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდება, თუმცა იმ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ვინც სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებს დაუპირისპირდება, თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება.

პირველ ხაზში "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ორი ცვლილება განახორციელა.

შერკინების ბურჯად საფრანგეთის ჩემპიონი ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი) ითამაშებს, კვაჭის პოზიციას კი, არმიელი შალვა მამუკაშვილი დაიკავებს.

მესამე ხაზში აქამდე თადარიგში მყოფი გიორგი ნემსაძე (ტარბი) და გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) იქნებიან.

პირველად ითამაშებს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი (ხარები). ფულბეკი ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) გარემარბის პოზიციაზე გაამწესეს. მის ადგილს კი ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) დაიკავებს.

საინეტერესოდ გამოიყურება სათადარიგოთა სკამი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ისევ მოსინჯავს ძალებს ქუთაისის "აიას" ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე. იქვე არიან სხვა ქუთაისელებიც: გარემარბი ზურაბ ძნელაძე და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი

საქართველო

15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ბექა წიკლაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი ნემსაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. რევაზ ბელქანია, 17, გიორგი თეთრაშვილი, 18. სიმონ მაისურაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. გიორგი როხვაძე, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ზურაბ ძნელაძე.

სამხრეთ აფრიკა
15. კონრად ფან ვეიკი, 14. ელშონ ბოკი, 13. ვილმორე ლოუ, 12. ადრიან ენგელბერხტი, 11. როსკო სპეკმანი, 10. კარელ სპეკმანი, 9. კებე ნტანდა. 1. ვინსენტ კოხი, 2. ფრანკ ჰერნე, 3. ივან ესპაი, 4. ედვინ ფან დერ ვალტი, 5. ბრენდან სნეიმანი, 6. ბრაიან შაბანგუ, 7. სუზეირ კასიმი, 8. სანდრე იორდანი.
16. ვინსენტ მხაფუ, 17. მარტინ დრეირი, 18. ლუბაბალო მტიანადა, 19. იაკო ბოუერი, 20. სინივუოი ნოიკა, 21. სტეფან ვატერმაიერი, 22. იერომ პრეტორიუსი.

16 ივნისი
III ტური
საქართველო-სამხრეთი აფრიკა (14:00)
ურუგვაი-ირლანდია (16:00)

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. სამხ. აფრიკა 2 2 0 0 +39 9
2. საქართველო 2 1 0 1 +19 5
3. ირლანდია 2 1 0 1 -6 4
4. ურუგვაი 2 0 0 2 -52 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ურუგვაი 27:3 - მთავარი ტესტი მოგებულია!
საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული