მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

AutoSharing Option
ამერიკასთან ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ერთი დღე დაისვენა და ორშაბათიდან სამოას უძლიერეს ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი მომავალი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს და სარაგბო თვალსაზრისით, დიდ ძალას წარმოადგენს.

23 ნოემბერს, "ბორჯღალოსნების" მიერ "მებრძოლი" სამოას დამარცხება შესაძლოა გარდამტეხ მომენტადაც იქცეს ქართული რაგბისთვის, ვინაიდან ელიტარული ნაკრების დამარცხებით არის შანსი, გზა გაგვეხსნას მაღალი ეშელონის ნაკრებებთან რეგულარულად სათამაშოდ.

საქართველოს ნაკრებმა სამშაბათს ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც ორიოდე ტელევიზია და ხუთიოდე სპორტული ჟურნალისტი ესწრებოდა.

ქვეყანაში, სადაც ასეთი პოპულარობით
სარგებლობს რაგბი და გულშემატკივარი "ბორჯღალოსნებისაგან" პირველი ოცეულის ნაკრებების რეგულარულ დამარცხებას ითხოვს, წესით, ღია ვარჯიშს დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა, თუნდაც ახალგაზრდა თაობის მხრიდან, რომელსაც უნიკალური შანსი ეძლეოდა, ახლო დისტანციიდან თვალი მიედევნებინა მორაგბეებისთვის, რომელთა ავტოგრაფებზე ნადირობა საფრანგეთშიც კი რთულია...

ვარჯიში დილის 11 საათზე დაიწყო და თითქმის ორ საათს გასტანა. არ უვარჯიშია ვიტო კოლელიშვილს, რომელსაც ერთთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ინდივიდუალური პროგრამით დაიტვირთა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი.

ტრადიციული გახურების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შერკინება და უკანა ხაზი მოედნის საპირისპირო მხარეებზე განალაგა და სტატიკური მდგომარეობებიდან ბურთის სწრაფ გათამაშებაზე ავარჯიშა.

მორკინალები აუტიდან და შერკინებიდან სხვადასხვა კომბინაციას ამუშავებდნენ, ხოლო უკანახაზელები ცდილობდნენ, ერთი შეხებით გადაეწოდებინათ თანაგუნდელისთვის პასი და კიდიდან კიდემდე სწრაფად ჩაეთამაშებინათ ბურთი.

ნახევარი საათის შემდეგ გუნდი ორ ნაწილად გაიყო. მოედნის ერთ მხარეს ამერიკასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამწესებული მორაგბეები განლაგდნენ და დაცვასა თუ შეტევაში საკონტაქტო ბალიშების დახმარებით ივარჯიშეს ნაკრების დანარჩენი წევრების დახმარებით.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გამონაკლისი იყო თედო ზიბზიბაძე, რომელიც "მეორე გუნდის" რიგებში ირჯებოდა, "პირველი გუნდის" შემადგენლობაში კი გარემარბის პოზიციაზე გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ვარჯიშის მიწურულს უკანახაზელებმა ფეხით დარტყმაზე წაივარჯიშეს, ხოლო მორკინალებმა რაკის სწრაფ გაწმენდასა და მოლის დაყენებაზე.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მომავალი მატჩის სამზადისსა და მეტოქეზე "ბორჯღალოსნებმა" ისაუბრეს.

დავით ქუბრიაშვილი:
"ძალიან დიდი პატივია ისეთი დონის ნაკრების მასპინძლობა, როგორიც სამოას ნაკრებია. ბოლო წლების განმავლობაში აშკარაა მათი პროგრესი და მსოფლიო რეიტინგშიც საკმაოდ წინ წაიწიეს. მძიმე მატჩს ველით, სამოელები ხომ გამოირჩევიან უხეში და აგრესიული სათამაშო სტილით, რისთვისაც ვემზადებით კიდეც.

ძალიან საინტერესოა ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში და ეს შეხვედრა შეგვიძლია საზომად გამოვიყენოთ, რამდენად მივუახლოვდით ევროპის ელიტარულ სარაგბო დონეს".


თედო ზიბზიბაძე:
"საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის. ასეთი მაღალი დონის ნაკრებთან თბილისში ჯერჯერობით არ გვითამაშია და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. შევეცდებით, ჩვენი სათამაშო სტილი მოვახვიოთ მეტოქეს თავს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვოთ".

ვაჟა ხუციშვილი:
"საქართველოს ნაკრები ყოველთვის მოსაგებად გადის მოედანზე და მჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია სამოას ძლიერი ნაკრების დამარცხება. ცხადია, ეს რთული შესასრულებელი იქნება, მაგრამ მეტოქისთვის გარკვეულ სიურპრიზებს ვამზადებთ".

თამაზ მჭედლიძე:
"ძალიან კარგია ელიტარული დონის ნაკრებთან დაპირისპირება. სწორედ ასეთი მაღალი კლასის გუნდებთან ხშირი თამაში მოგვიტანს დიდ გამოცდილებას, რაც ასე გვჭირდება. შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავახაროთ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი და სანახაობრივი რაგბი შევთავაზოთ".

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო),
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]

"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენი გუნდი არის მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ხუთეულის გუნდი, რომელიც თითქმის ყოველთვის აგებს მესამე ხუთეულთან და ხშირად – მეოთხე ხუთეულის გუნდებთანაც; პირველ ათეულზე ლაპარაკიც არაა.
ჩვენ ცუდად ვთამაშობთ ხელდახელ, ასევე არ გვივარგა ხაზი და ზოგადად დაცვა,ცუდად გამოგვაქვს ბურთი რაქიდან , ცუდად ვაწვდით აუტს,გვიჭირს გადაწყობა,თამაშისას ვერ ვღებულობთ სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს, სუსტია სათამაშო დისციპლინა, გვყავს სუსტი 9,10,11,12,13,14,და15 ნომრები, უკეთ უნდა ირჯებოდნენ მხტომელები და 8 ნომერი...
ამიტომ: პირველ რიგში ბავშვთა რაგბის მწვრთნელები და მსაჯები უნდა მივავლინოთ სასწავლებლად მოწინავე სარაგბო ქვეყნებში, გამოვაცოცხლოთ "ა" ნაკრები...
მარბიელი
05:24 21-11-2013
0
მიდით ბიჭებო ...ერის ღირსეული ,გულიანი და მამაცი შვილები ხართ !!!

ეს ჭურნალისტები,ერთმანეთში მოლაპარაკებულები ხო არ არიან,რაგბს,რომ არ განიხილავენ და ... უაღრესად დაბალი დონის,თავად ევროპაშიც (შეგახსენებთ,რაგბში 14-16 პოზიციაზე ვართ მ ს ო ფ ლ ი ო შ ი !!!) ფეხბურთში საქართველოს ნაკრებით ხო ტვინი წაიყეს ...რაში მაინტერესებს ეროვნული ჩემპიონატი ამ დროს ...

ყოველ კვირა,ერთხელ მაინც 2-საათიანი განხილვები ქართული რაგბის შესახებ,ჩვენი ბიჭების თამაშები ევროპაში...ეროვნული ჩემპიონატის ერთი თამაში ყოველი ტურის ტელევიზიით ჩვენება...ანუ გაცილებით მ ე ტ ი ყურადღება რაგბს,ისინი ამას ი მ ს ა ხ უ რ ე ბ ე ნ და ფეხბურთელები,ჯერ-ჯერობიტ ა რ ა !!!
glaxuna
21:12 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული