სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]

AutoSharing Option
23 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებისთვის" ეს ნოემბერში გამართული მესამე ტესტ-მატჩი იქნება. აქამდე მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა ნაკრებმა კანადას ანგარიშით 19:15 სძლია (იხილეთ ვრცლად) და აშშ-სთან ანგარიშით 23:25 დამარცხდა (იხილეთ ვრცლად).

სამოა, გარდა იმისა, რომ რაგბის საერთაშორისო რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფება და ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, ცნობილია საბრძოლო რიტუალით - "სივა ტაუ"  და თუ ის ჯერ კიდევ არ გინახავთ, გთავაზობთ სამოას მატჩისწინა რიტუალს, რომელსაც სამოელები "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრის დაწყებამდეც გაიმეორებენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული