"ბორჯღალოსანთა" რიგებში სამოასთან მატჩის წინ სამი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო, მესამე შეხვედრას 23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა.

აშშ-ის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა შერკინებაში სამი ცვლილება განახორციელა. პირველ ხაზში ბურჯების პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) და ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მათი დუბლიორები იქნებიან ზურაბ ჟვანია, რომელიც ტესტებზე პირველად მოხვდა განაცხადში, და დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე).

მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში იქნება არმიელი გიორგი თხილაიშვილი, შალვა
სუთიაშვილი (მასი) კი ჰეიგმა თადარიგში გადაიყვანა.

ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში: თედო ზიბზიბაძის (პერიგო) ადგილს, რომელიც შუამარბია და ამერიკელებთან გარემარბად ითამაშა, გიორგი შკინინი (არმია) დაიკავებს.

ზიბზიბაძე თადარიგში იქნება. შკინინს, წესით, აშშ-ის ნაკრებთანაც უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა ის განაცხადში არ შეიყვანა, მეორე დღეს კი, "არმიასა" და "ბათუმის" დაპირისპირებაში, სამი ლელო მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ სამოას ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც დღესდღეობით კლასიფიკაციაში მე-8 ადგილზეა. ასეთი დონის ეროვნული ნაკრები საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა. კუნძულელებმა განსაკუთრებული წარმატებით ივნისის ტესტებზე ითამაშეს, როცა შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები დაამარცხეს სამხრეთ აფრიკაში გამართულ ოთხთა ტურნირზე.

ნოემბრის ტესტებზე სამოელებმა ორი მატჩი გამართეს: ჯერ დუბლინში დამარცხდნენ ირლანდიის ნაკრებთან - 9:40, მერე კი მინიმალური სხვაობით წააგეს ფრანგ "ბარბაროსებთან" - 19:20. სამოას თავკაცმა სტივენ ბეთჰემმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მან თადარიგში გადაიყვანა ჯო ტეკორი და ტაიასინა ტუიფუა. ტრავმირებული ტუსი პისის ნაცვლად კი, კაენ ფოტუალიჰი ითამაშებს.

სამოელთა რიგებში სამი ისეთი მორაგბეა, რომელიც ზე რაგბის გათამაშებაში ველინგტონის "ჰარიკენზში" თამაშობს. ესენია: ჯეკ ლემი, ფაიფილი ლევავე და ალაპაატი ლეიუა. ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებს" წინ უმძიმესი ბრძოლა ელით.

შეგახსენებთ, რომ თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 ნოემბერს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველო-სამოა

საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8, გიორგი ჩხაიძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

სამოა
15. ფაჰატოინა აუტანგავა, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვაჰაულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი. 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმზ ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე, 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.
16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენტონი პერენისე, 19. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 22. კენ პისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტო კოლელიშვილი: რას ვიფიქრებდი, ასე მკაცრად თუ დამსჯიდნენ

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: მებრძოლი სამოა
მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააა შინინი დაბრუნდააა?!?!?!? ))))
skinini!!!!!!!
20:46 22-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული