აქამდე მეორე დონის გუნდებიდან ბობოლები არავის დაუმარცხებია.
ამ მატჩის სანახავად დუბლინიდან სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი. მისი დახმარებით, საქართველოში მრავალი პროექტი განხორციელდა.
ცხადია, საინტერესოა, როგორ აღიქვამს ის ჩვენი გუნდის ამ დიდ გამარჯვებას.
- უწინარესად, მინ
პირადად მე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ვკურირებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. სტადიონზე არაჩვეულებივი ატმოსფერო იყო. ინვესტიციამ, რომელიც ქართული რაგბისთვის გავიღეთ, გაამართლა.
დიდი სარაგბო დღე იყო. მოედანზე ორი შესანიშნავი გუნდი თამაშობდა და უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.
- როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება მოჰყვება საქართველოს ნაკრების ამ გამარჯვებას მსოფლიოში?
- საქართველოს ნაკრების გამარჯვებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება. "ბორჯღალოსნებმა" ფურორი მოახდინეს. სამოას ნაკრებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები დაამარცხა. ესე იგი, საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ სხვა, უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს.
რაც ყველაზე სასიხარულოა, ახლახან რიჩი დიქსონმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში მრავლად იყვნენ ახალგაზრდული ნაკრებიდან სარაგბო აკადემიაგამოვლილი მოთამაშეები. ისეთებიც, რომლებიც შინ, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.
ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ საქართველოს რაგბის კავშირში პროფესიონალიზმი გაიზარდა. ყველა საკვანძო თანამდებობაზე კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ.
- რა გეგმები აქვს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ქართულ რაგბისთან დაკავშირებით სამომავლოდ?
- ჩვენ გავაგრძელებთ ქართულ რაგბიში ინვესტიციების ჩადებას. მეტი ყურადღება მიექცევა კლუბებს. ვეცდებით, რომ ქართული გუნდები რომელიმე მაღალი დონის ტურნირში ჩავრთოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი კლუბების გარეშე ძნელი იქნება შემდგომი განვითარება.
რაგბის საერთაშორისო საბჭო საქართველოს რაგბის კავშირს ყველა შემთხვევაში დაეხმარება. ვინაიდან თქვენი ნაკრები არ თამაშობს ექვსი ერის გათამაშებაში, რომელიც კომერციული ტურნირია, ვფიქრობთ, ფინანსური დახმარება აუცილებელი იქნება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან დახმარებასაც. სამოასთან მატჩს სპორტის მინისტრთან ერთად, სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. იმედი მაქვს, რომ მათ დაინახეს, როგორ უყვართ და შეუძლიათ ქართველებს, რაგბი მაღალ დონეზე ითამაშონ. ამისთვის შესაბამისი მხარდაჭერაა საჭირო.
ინვესტიცია ონკანი არ არის, რომ ხან დაკეტო, ხან მოუშვა. ის სულ ღია უნდა იყოს და დაფინანსება წყალივით უწყვეტად უნდა მოედინებოდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება.
- ხომ არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნების გუნდები იქნებიან ჩვენი ნაკრების მეტოქეები მომავალი წლის ნოემბრის ტესტებზე?
- ნოემბრის ტესტებს ქართული რაგბის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, წლევანდელმა მატჩებმა საქათველოს ნაკრებს დიდი გამოცდილება შესძინა. მორაგბეებმა ბევრი რამ ისწავლეს. რაგბის საერთაშორისო საბჭო ელოდება წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშების შედეგებს. ვნახავთ, როგორ სახეს მიიღებს რეიტინგი და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვისთან ვათამაშოთ საქართველოს ნაკრები.
სამოასთან თამაშმა გვიჩვენა, რომ დროა საქართველოს ეროვნული ნაკრები რაიმე სხვა, უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩავრთოთ, ვიდრე ევროპის ერთა თასის გათამაშებაა. ვფიქრობ, თქვენი ნაკრები უკვე გადაზრდილია ამ შეჯიბრებისთვის. ამასთან ერთად, უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის.
მთავარია, ქართულმა რაგბიმ შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი, თავდაუზოგავი, ჟინიანი თამაშის სტილი. ქართველი მორაგბეები მთელ სულსა და გულს დებენ თამაშში. ეს კი წარმატების საწინდარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]
ლევან, მადლობა მეგობარო -საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის...
ამ სისტემის წყალობით მე-13 ადგილიც გვეკავა წლების წინ, მალე დადგება ის დრო როდესაც მე-13 ადგილი მოკლე ვადით არ იქნება ჩვენი და უფრო მაღალი საფეხურების დასაკავებლად ბაზისად გადაგვექცევა
მართალია ის სამწუხაროა, რომ მთელი მოლოდინი მხოლოდ რაგბიზეა ფოკუსირებული, მაგრამ ამ ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.
ჩვენ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ამ საქმეში ჩვენი წილი მონაწილეობა - მინიმუმ სტადიონი შევავსოთ, მეტოქის მიუხედავად, გულშემატკივრობა ვისწავლოთ, ჩვენის დაფასება და მოწინააღმდეგის პატივისცემა...
ნელნელა და გეგმაზომიერად ნაკეთები საქმე უფრო მეტ წარმატებას მოიტანს სამომავლოდ ვიდრე მოკლევადიან პერსპექტივაში დაგეგმილი შედეგი - შესაბამისად კარგად მივდივართ და ვიყოთ მაქსიმალისტები, ოღონდ მომთმენი მაქსიმალისტები