ირაკლი მაჩხანელი: პორტუგალიელები ბოლომდე შეგვასკდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-საქართველოს ერთა თსის გათამაშების შეხვედრა 8 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახროციელებს.

"ძალზედ რთული მატჩი გველის. პორტუგალიაში გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. რუმუნეთთან მშრალზე წაგების შემდეგ, პორტუგალიელები ჩვენთან, ერთა თასის ლიდერებთან ეცდებიან თავიანთი პრესტიჟის აღდგენას.

გარდა ამისა, მასპინძლები ხასიათიანი ბიჭები არიან და ბოლომდე შეგვასკდებიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ მოახლოებულ შეხვედრაში ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოგველის.

გუნდის მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის
განწყობა გვაქვს საბრძოლო და არ ვაპირებთ მოწინააღმდეგეს რამე დავუთმოთ",
- თქვა მაჩხანელმა.

ასევე იხილეთ:

პორტუგალია VS საქართველო - მეტოქე პრესტიჟის აღდგენას შეეცდება [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეგვასკდებიან, თუ დაგვასკდებიან, უნდა მოვუგოთ
ასა
13:17 08-02-2014
0

სიახლეები პოპულარული