"ბორჯღალოსნები" აქტიურ მზადებას უკვე შეუდგნენ - 17 თებერვლიდან მილტონ ჰეიგის გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.
18 თებერვალს საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც ტრადიციული 11:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.
17-ში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 27-კაციანი რაზმი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სამმატჩიანი, ტრავმებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბორჯღალოსნების რიგებს დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე დაუბრუნდნენ.
საქართველოს ნაკრების 27-კაციანი რაზმი
1. მიხეილ
ასევე იხილეთ:
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით
რუსეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის შემადგენლობა გააცხადა
რუსეთთან მარტო პრემიალურით კი არა, რუმინეთზე უკეთესი შედეგით უნდა მოვიგოთ. ესპანეთშიც უნდა გავახერხოთ პრემიალური ქულა, რადგან რუმინეთი თბილისში სტუმრობამდე 2 პრემიალურ ქულას თავისუფლად მოაგროვებს.
აი 15 მარტს კი გადაწყდება ბევრი რამ:
- ვართ თუ არა რუმინეთზე ობიექტურად ძლერები და ერთი თავით მაღლა მდგომი გუნდი
- მოვიპოვებთ თუ არა ევროპა 1-ის საგზურს
- და აღმოჩნდება თუ არა შანსი იმისა რომ მსოფლიოზე ორი მოგების სემთხვევაში დავრჩეთ საკვალიფიკაციო ტურნირის მიღმა
- ამით კი იძულებული გახდეს ი.რ.ბ. რაიმე კონკრეტული ლიგა შექმნას ოეკანეა + საქართველო, ჩრდილოეთის ტურნირი + საქართველო ან რამე.
ეს კი დიდი გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
ამიტომ!!!
15-ში უკლებლივ ყველა ლოკომოტივზე!