მილტონ ჰეიგი: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ირლანდიასთან მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კვირას, 16 ნოემბერს, ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე მატჩს ირლანდიაში გამართავს. "ავივა სთედიუმზე" "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე მყოფ მასპინძელთა გუნდს თბილისის დროით 18:25 სთ-ზე დაუპირისპირდებიან, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი განახორციელებს.

"სამყურებთან" მატჩისთვის საქართველოს ნაკრები დუბლინში ორშაბათიდან ემზადება, თამაშის დაწყებამდე 48 საათით ადრე კი "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამოდენიმე ცვლილებაა.

ირლანდის ნაკრების წინააღმდეგ გამოირიცხა "ბორჯღალოსნების" კაპიტნის ირაკლი მაჩხანელის თამაში, რომელმაც ტონგასთან თბილისურ შეხვედრაში მიღებული მხრის ტრავმა ვერ მოიშუშა. არადა, მწვრთნელებს მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქოდანთ,
მაგრამ სამწუხაროდ, მოლიდინი არ გამართლდა.

კვირას, საქართველოს ნაკრებში გარემარბებად თამაზ მჭედლიძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ, გუნდს კი დავით კაჭარავა უკაპიტნებს.

თბილისის შეკრებისას მიღებული მაჯის ტრავმა მოიშუშა დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც სასტარტოში 8 ნომერზე ითამაშებს. მეორე ხაზში თამაშს გიორგი ნემსაძე დაიწყებს, შესაბამისად, მარქაფაშია ლევან დათუნაშვილი.

თბილისის თასის შემდეგ ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა მურაზ გიორგაძე, რომელსაც მარქაფაში ვიხილავთ.

"ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა.

ჩვენთვის დიდი პატივია ამ თამაშში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ", - თამაშის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მატჩის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" "ავივა სთედიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები:
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია

ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი
11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი, გამოაცხადეს რომ იქნება... 16- ში 18:30 პირველ არხზე...
gaga
16:18 15-11-2014
0
ტრასლაცია თუ იქნება? იცით ვინმემ
ლევანი
14:49 15-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული