საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე არგენტინასთან ითამაშა. "პუმებს" ძლიერი გუნდი რომ ჰყავდათ, ვიცოდით, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, მესები რაგბიშიც თუ ეყოლებოდათ. თან
მამუკა გორგოძეც რა ცუდ დროს გაგვიძევეს?! ..9:54 დავმარცხდით.
თუმცა, როგორც "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა
მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, ამით არაფერი დასრულებულა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ძალა ტონგასთან უკვე გვიჩვენა და ახლა ნამიბიასთან უნდა აჩვენოს...
წინ კიდევ ორი მატჩია სათამაშო.