Oui - 76%! ფრანგები საქართველოს ექვს ერში დაშვების მომხრენი არიან

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგული გაზეთი "ეკიპი" თავის საიტზე ატარებს გამოკითხვას თემაზე, ღირს თუ არა სარაგბო ექვსი ერის პირველობაზე საქართველოს ნაკრების დამატება.

ახლა 15 ათასზე მეტი ადამიანია გამოკითხული და სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა "ბორჯღალოსნების" დაწინაურების მომხრეა - 76% მიიჩნევს, რომ დროა, საქართველოს ნაკრები ევროპული რაგბის ელიტაში მიიღონ, 24% კი წინააღმდეგია.

"ძალით მეშვიდე ევროპულმა სარაგბო ქვეყანამ - საქართველომ, მსოფლიოს თასზე აჩვენა, რომ დიდი პროგრესი აქვს და შესაძლოა, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად მოიპოვოს.

ზელანდიასთან "ლელოები" ("ბორჯღალოსნებს" უცხოეთში ასე მოიხსენიებენ) მხოლოდ 10:43 დამარცხდნენ და 73-ე
წუთამდე 10:29 იყო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა მოუწოდა ექვსი ერის ხელმძღვანელებს, რომ მის ნაკრებს კარი გაუღონ.

საქართველო ახლა 71,35 ქულით მე-14-ეა მსოფლიოს რეიტინგში და მე-13 ადგილზე მყოფ ექვსი ერის წევრ იტალიას არაფრით ჩამორჩება - იტალიელებს 71,46 ქულა აქვთ", - წერს "ეკიპი".

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება აქ შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მეც მინდა ჩვენ ნაკრებს ქართულად "ლელოები" რომ დავუძახოთ :)
Gეო
02:35 07-10-2015
0
ასეთი რამე როგორ შეიძლება ნაკრებს ქართულად "ბორჯღალოსნები" ქვია და უცხოელები "ლელოს" ეძახიან იმიტომ რომ "ბორჯღალოსნები" კისერს უტეხავთ. ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი, ასეთი სიდებილეები როგორ შეიძლება? გუგლი ადრე ვაჟა-ფშაველას სახელს უილიამ შექსპირად თარგმნიდა, ჩვენ ვერ გამიგია ხალხი ვართ თუ "პრობკა" მართლა?
Diego
04:46 07-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული