ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

AutoSharing Option
უელსის ნაკრების თავკაცი უორენ გეტლენდი თანახმაა შემოდგომით "მილენიუმზე" ეთამაშოს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ტესტები.

"ამ მსოფლიოს თასის მთელი სილამაზე მეორე დონის ქვეყნების გაბრწყინება იყო. განსაკუთრებით იაპონიის გამარჯვება სამხრეთ აფრიკაზე და საქართველოს მიერ ტონგის დამარცხება. დონეთა შორის სხვაობა შემცირდა, რადგან მეორე დონის ქვეყნებს მოსამზადებლად დროც აქვთ და მათი სულ უფრო მეტი მორაგბე თამაშობს ევროპულ კლუბებში", - განუცხადა გეტლენდმა "ინდეპენდენტს".

"გასულ კვირას ვიყავი რაგბის კავშირში, იქ მკითხეს, რა აზრის ვიყავი შემოდგომის ტესტებზე მეორე დონის გუნდებთან. ჩემი პასუხი იყო დადებითი, რადგან ჩვენც უნდა
ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ასეთი გუნდების განვითარებაზე.

წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ გამორიცხულია საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას ეთამაშოს, მსოფლიოს თასის მიღმა. ასე არ უნდა იყოს, მხოლოდ ისეთ გუნდებთან თამაშზე არ უნდა ვიფიქროთ, საიდანაც ფული შემოდის", - აცხადებს გეტლენდი.

როგორც უელსელთა თავკაცის ნალაპარაკებიდან ირკვევა, უელსში სერიოზულად ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნებთან ტესტმატჩის გამართვას "მილენიუმზე" და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს გულისხმობენ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აგაშენა ღმერთმა. როდესაც გესმის რომ შენზე ასეთი სერიოზულობით ლაპარაკობენ მოტივაციაც და სტიმულიც ერთი ორად გეზრდება თუ არა ერთი ათად!
tony
04 ნოემბერი 2015 16:08
0
ყველზე მეტად იტალიასთან თამაში მაინტერესებს!
დავით
04 ნოემბერი 2015 13:29
0
ერთმანეთს ნუ აქილიკებთ ... ჩვენ ბიჭებს მოუწოდეთ ბევრი ივარჯიშონ ფიზიკურად მერე ნებისმიერს მოვსვამთ ერთ ადგილზე
guka
04 ნოემბერი 2015 11:04
0
ვალიელები!!! და არა უელსელები,წერეთ და იკითხეთ ქართულად!
ბოდიშის მოხდით
04 ნოემბერი 2015 10:25
0
ზ უ რ ა-ს. როგორც ცნობილი გახდა 2016 წლის 32 ან 33 ოქტომბერს, დინამოს სტადიონზე შედგება უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების სატესტო შეხვედრა. არ გამოტოვო თუ ძმა ხარ.
bibi
04 ნოემბერი 2015 09:48
0
ზ უ რ ა-ს. მაგარი სასაცილო კომენტარი დადე. უელსელები კვერცხები და ღრუზინები დათვები ხომ! კარგი რა! მართლა? იმის მაგიერ, რომ უელსელთა ეს წინადადება მოიწონო და სოლიდარობა გამოუცხადო, ღრუზინულ ოცნებებში დაფრინავ. თუმცა სადღაც "მართალი" ხარ, ღრუზინები ხომ უდიდესი ისტორიის მქონე ერია და როგორ შეიძლება მოკლეფეხებიან იაპონელებს ან გრძელფეხებიან და ათლეტური აღნაგობის მქონე უელსელებს ვერ მოუგოს ათიდან ათი ჯახი. .........
G U G A
04 ნოემბერი 2015 09:45
0
რომელ შემოდგომაზე მასე სურვილი ბევრს უნდა გაჩენოდა მარა ფიქრობენ ვაი თუ გაუვარდეთო სამოასთან რამედენი დაამატა მსაჯმა ასე რომ უფრო სხვა ამბავია
pako
04 ნოემბერი 2015 09:24
0
არა, გასულ შემოდგომაზეა ლაპარაკი :–)
არ გეწყინოს!
აბ– რეზს
04 ნოემბერი 2015 04:28
0
და რაღა შემოდგომა? როდისღა? მოვიდა ზამთარი.თუ იქით წელს?
რეზო
03 ნოემბერი 2015 23:12
0
კარგია!
george
03 ნოემბერი 2015 21:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული