ცივი წყალი ქართულ იმედებს - "ექვსი ერი" არ "გაიხსნება"!

AutoSharing Option
"ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა ლონდონში ამ ტურნირის 2016 წლის შეჯიბრების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ "ექვსი ერი" არ გაიხსნება სხვა ქვეყნებისათვის.

ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხვა რაგბის ქართველ გულშემატკივართა იმედებს, ასევე, ბევრ სპეციალისტსა და ფანს მსოფლიოში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ტურნირზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

"ექვსი ერი" ყველა სარაგბო ტურნირებს სჯობს. სულ უფრო მეტი ხალხი უყურებს თამაშებს მთელ მსოფლიოში ტელევიზიით. სულ უფრო ფინანსურად წარმატებული ხდება ის.

"ექვსი ერის" ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და ის ასეთად დარჩება. ჩვენი მისია არ
არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, თუმცა ჩვენ ვეხმარებით მათაც. ჩვენი მთავარი მისია რაც შეიძლება წარმატებული ტურნირის ჩატარებაა.

დღეისათვის, ვიყოთ სამართლიანები, "ექვსი ერის" მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს აღემატება და ეს ასე დარჩება.

რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მომავლის იმედად, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის "გაღების" პერსპექტივა არ არსებობს".

ამის შესახებ განცხადება გააკეთა "ექვსი ერის" საბჭოს თავმჯდომარე ბილ ბიუმონტმაც:

"საქართველოს საკითხი არ განიხილება. ამის გამო მთელი ტურნირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ეს ამ მომენტისათვის ჩვენს გეგმებში არ არის. არ ვიძახი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოდი ვიყოთ რეალისტები. ჯერ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, თუნდაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისიდ, თავი რომ დავანებოთ მის კომერციულ მნიშვნელობას, რომ ექვსი ერის თამაშებში ჩავერთოთ. ასე,რომ გულს ნუ გავიტეხთ, გავაგრძელოთ პროგრესი და რაც მთავარია, ხშირად შებხვდეთ ექვსი ერის, ოკეანიისა და ამერიკის კონტინენტის ნაკრებებს ტესტ მატჩებში და იქ დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. შესაბამისად, ჩვენი დროც დადგება ოდესმე.
beqa
10:17 01-02-2016
0
შენ მოგახტა მამუკია გორგოძე....შე არასწორო...არიხსნება ეხაო არარიან ამატი დონისო...აბა ზელანდიას თუ მოვუგეთ და მსოფლიოს თასი ავწიეთ შეიკვეხეთ თქვენი ექვსი ერი უკან...ხომუნდა განვითარდეს გუნდი , ანუ განვიტარებაში ხელს უშლით...როდემდე უნდა ვაწვალოთ ეს რუსეთი და რუმინეთი
Zaliko
16:06 29-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული