ცივი წყალი ქართულ იმედებს - "ექვსი ერი" არ "გაიხსნება"!

AutoSharing Option
"ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა ლონდონში ამ ტურნირის 2016 წლის შეჯიბრების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ "ექვსი ერი" არ გაიხსნება სხვა ქვეყნებისათვის.

ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხვა რაგბის ქართველ გულშემატკივართა იმედებს, ასევე, ბევრ სპეციალისტსა და ფანს მსოფლიოში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ტურნირზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

"ექვსი ერი" ყველა სარაგბო ტურნირებს სჯობს. სულ უფრო მეტი ხალხი უყურებს თამაშებს მთელ მსოფლიოში ტელევიზიით. სულ უფრო ფინანსურად წარმატებული ხდება ის.

"ექვსი ერის" ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და ის ასეთად დარჩება. ჩვენი მისია არ
არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, თუმცა ჩვენ ვეხმარებით მათაც. ჩვენი მთავარი მისია რაც შეიძლება წარმატებული ტურნირის ჩატარებაა.

დღეისათვის, ვიყოთ სამართლიანები, "ექვსი ერის" მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს აღემატება და ეს ასე დარჩება.

რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მომავლის იმედად, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის "გაღების" პერსპექტივა არ არსებობს".

ამის შესახებ განცხადება გააკეთა "ექვსი ერის" საბჭოს თავმჯდომარე ბილ ბიუმონტმაც:

"საქართველოს საკითხი არ განიხილება. ამის გამო მთელი ტურნირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ეს ამ მომენტისათვის ჩვენს გეგმებში არ არის. არ ვიძახი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჯერ ბევრი გვაკლია ექვს ერამდე. იაპონიას კანადას და მაგ დონის გუნდებს რომ დავჯაბნით თავისუფლად მერე შეიძლება. ეხლა ძალიან გაგვიჭირდება,სულ რომ წავაგებთ გამარჯვებულის ფსიქოლოგიას დავკარგავთ
ზურა
29 იანვარი 2016 22:20
0
თუ არ ითამაშე როგორ აიწევს დონე ვერ ვხვდები ფეხბურთიც იმიტომ გაჩერდა ერთ ადგილზე ერთი კლუბი ვერ მოინახა ისეთი ევროპაზე ითამაშოს ასე განვითარება წარმოუდგენელია
მახო
29 იანვარი 2016 19:39
0
ჯერ დავამტკიცოთ (მოვუგოთ ექვსი ერის წარმომადგენლებს)
ss
29 იანვარი 2016 18:01
0
სანამ ამ ექვსი ერიდან ერთ-ერთ გუნდს, იტალიას მაინც არ მოუგებთ მანამდე არავინ იფიქრებს ჩვენს ამ ტურნირზე მიღებას.
სიმართლე გაუმარჯოს ეს ექვსი გუნდი ჩვენზე გაცილებით ძლერია, მაგრამ გაძლიერებას და განვითარებას თუ გავაგრძელებთ იტალიასთან შანსი გვაქვს და არც თუ ისე შორეულ პერპსექტივაში.
ყველაფერი ისევ ჩვენზეა...
qomagi
29 იანვარი 2016 17:58
0
არაფერი არ არის საპანიკო. ამას ისედაც ხვდებოდა ყველა ვინც რეალისტურად აზროვნებს და მოდით პირდაპირ ვთქვათ რომ ჯერ არც ვართ მზად ამ დონის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ყველაფერი კარგად არის და საქმე წინ მიდის. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო ბობოლებთან ტესტები, რასაც ასე თუ ისე მივაღწიეთ კიდეც. ასე რომ საქმე წინ მიდის და ექვსი ერის დროც მოვა თავის დროზე. ჯერ ადრეა.
fraternity
29 იანვარი 2016 17:57
0
ეს ხომ ისედაც ვიცოდით? და ისიც ვიცოდით, რომ ზუსტად ამას გვეტყოდნენ. არაუშავს. ამ ბღენძიებს უნდა დავუმტკიცოდ რომ მათზე მეტი შეგვიძლია (მარტო რაგბის თამაშით და მოგებებით კი არა (ამას ჩვენი ბიჭები ისედაც იზამენ), არამედ იმ მოთხოვნებით, რაც მათ აქვთ: გავსებული სტადიონებით, ოფიციალურად თამაშების ყიდვით და მათი ჩვენებით და ა.შ. ყოველი მატჩი ნაკრების თუ შიდა ჩემპიონატის, ზეიმი უნდა იყოს). გული არ გავიტეხოთ, ისე უნდა ვქნათ, რომ თვითონ მოგვიკაკუნონ კარზე.
gulshematkivari
29 იანვარი 2016 17:24
0
ევროპის ჩემპინატი უნდა მოვითხოვოთ და შესარჩევი ტურნირ, სადაც ყველა მიიღებს მონაცილეობას, 6 ერის ქვეყნებს არ უნდა ქონდეთ მონაწილეობა დაბევებული. ფეხბურთი მაფიაა, მაგრამ ამ მხრივ სამაგალითოა!
ბს
29 იანვარი 2016 17:21
0
მეორე დონის გუნდებმა როგორღაც უნდა გააპროტესტონ ეს საკითხი, ეს ექვსი გუნდი არ არის ევროპა და ჯონ ფიენი არ არის ევროპა, ვერ უნდა წყვეტდეს ამ საკითხს ეს პიროვნებები. ასე მგონია მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია არის ჩოილარი და საერთოდ ერთი სიტყვის თქმის უფლებაც არ აქვს, მე რომ ვიყო საერთოდ ავუკრძალავდი მსოფლიოზე გამოსვლას მაგ 6 ნაკრებს და მერე როგორ აჭიკჭიკდებიან დავინახავ. უნდა ადგეს საქართველო, რუმინეთი, რამოდენიმე ნაკრები კიდევ და უარი თქვან ერთა თასის თამაშების ჩატარებაზე, ამის მერე რას იზამენ საინტერესოა? დაგვტოვებენ რაგბის გარეშე?
anti
29 იანვარი 2016 17:10
0
დაანებეთ ამათ თავი, კომეციული ტურნირია და და იყოს. მსოფლიო რაგბის ეგიდით უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემოინატები, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას, თუ ეგ ბობოლები უარს იტყვიან მონაწილეობაზე უნდა სანქციები გაატარომ მათ მიმართ, ეს არის სწორი და მართლიანი, ამის მოთხოვნის ყველანაირი ლეგიტიმური საფუძველი არსებობს.
ბს
29 იანვარი 2016 17:09
0
ჩამოიხსნეს ნიღაბი. ვენაცვალე სამხრეთ ნახევარსფეროს, ესენი მაგ "ერთა თასსზე" უნდა დასვა და ზემოთ არ აახედო. დავაი საქართველო იაპონია ტონგამ დავიწყოთ 3 ერი და ვინც აჯობებს 4 ერს დაემატოს როგორც არგენტინა. ამათთან ამ წიწილებთან ლაპარაკი დროის კარგვაა.
zviadi
29 იანვარი 2016 16:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული