![](https://sportall.ge/pictures/image31/f73c0b59d1927684aa22ccca12307aac.jpg)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.
ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.
არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.
ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო
![მსოფლიო რაგბის რეიტინგი: საქართველო იგებს და ერთ ადგილს ტკეპნის... Sportall.Ge](/pictures/artimages/image18/71f683622a902c6f12e89923d430ab27.jpg)