Sportall.ge-ს გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია.

გამოკითხვა: "რომელია დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?" ჩვენს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 1505-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხულთა 50.4% (759) ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია, 30%-ის (452) აზრით კი, ფეხბურთი.

რაგბისა და ფეხბურთის შემდეგ გამოკითხულთა 13.8%-მა (207) სპორტის ნომერ პირველ სახეობად საქართველოში ძიუდო დაასახელა.

შემდეგ მოდის კალათბურთი - 3.5% (52) და ჭიდაობა - 2.3% (35).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
ამჟამად რომ ატარებთ გამოკითხვას, მზად არის თუ არა საქართველო ექვსი ერისათვის, მე, მაგალითად, ვთვლი, რომ სპოტრული თვალსაზრისით მზად არის, ხოლო ფინანსური თვალსაზრისით –– არა. ამიტომ, "დიახ" და "არა" პასუხების გარდა, დატოვეთ ხოლმე შესაძლებლობა "სხვა" პასუხისათვისაც.
ნოდარი
13 თებერვალი 2016 09:01
0
გამოკითხვის შეკითხვაა თვითონ გაუგებარი... რას ჰქვია მონერ პირველი სპორტი? თუ შედეგების მიხედვით ვიტყვით ნომერ პირველი ძიუდოა აუცილებლად,ბიჭები ამ პლანეტაზე თუკი რამე ტიტულია ყველაფერს იგებენ და ცოტა არ იყოს უმადური შეფასებაა თქვენი გამოკითხვა. თუკი ეს გამოკითხვა მიზნად ისახავს ყველაზე პოპულარული სპორტის გამოვლენას,მაშინ ნამდვილად რაგბის ეკუთვნის პირველი ადგილი. რაც შეეხება ფეხბურთის ამ სამეულში დასახელებას ეს ყველაფერი მიანიშნებს გულშემატკივართა არაკვალიფიციურობაზე და ნაკლებ ცოდნა სპორტის სფეროში.(სხვათა შორის არამარტო გულშემატკივრების თვითონ სპორტული ჯურნალისტებისაც) და კიდევ ერთი ყველას გახსოვდეთ,რომ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს.ბრუნო,რომ დაწვეს ყველას გემახსოვრებათ :))
777
13 თებერვალი 2016 08:33
0
ვაი ტქვენს პატრონს)))
რაგბი???
xorxe
13 თებერვალი 2016 03:48
0
ფეხბურთის სასტავს მივმართავ. რო ამბობთ მსოფლიოში რაგბს მარტო 20 ქვეყანა თამაშობსო წარმოდგენა გაქვთ მაინც ერთა თასის ქვედა დონეზე მოთამაშე ქვეყნებს . რამდენი მორაგბე ყავთ ან ჩვენზე რამდენი წლით დიდი ხნის წინ დაიწყეს რაგბის თამაში ? დღითიდღე იზრდება ჩვენი პოპულარობა უამრავი ბავშვი შედის რაგბზე შენდება სტადიონები ბიზნესი ინტერესდება რაგბით . ამის გათვალისიწნებით რაგბი მართლა ეროვნული სპორტია. ფეხბურთის ფანებმა ცივი წყალი დალიეთ იქნებ ყელში გეჩხერილი ბოღმა ჩაიტანოს
შაკო
13 თებერვალი 2016 01:30
0
პ.ს.ძალიან კარგია,რომ რაგბი გვიყვარს,პოპულარულია ჩვენთან,მალე დაგვემარცხებინოს ბობოლები,ეს ყველაფერი გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას,პოპულარობას,მაგრამ შედარება რაგბის ფეხბურთთან პოპულარობაში...ძალიან დიდი განსხვავებაა!კალათბურთთანაც(მხოლოდ ბრიტანეთში,ახ.ზელანდიაში,ავსტრალიაში,კუძულებზეა უფრო პოპულარული რაგბი კალათბურთზე)
ზაზა
12 თებერვალი 2016 22:52
0
100 ქვეყანა თამაშობს რაგბს?თამაშიცაა და თამაშიც!რუსეთი მე–18,უკრაინა–30–რ რეიტინგში და მიგაჩნიათ ,რომ ამ ქვეყნებში რაგბს თამაშობენ?რუსების აბსოლიტურად დიდი უმრავლესობა რაგბის აზრზეც არაა,ხოლო სპორტულ პრესაში რაგბზე საერთოდ ვერ ნახავთ ვერავითარ ინფორმაციას და ეს მე–18 და 30–ე ქვეყნებში(((და ეს ქვეყნები შეიძლება ჩაიოთვალოს,რომ რაგბს თამაშობენ?
ზაზა
12 თებერვალი 2016 22:28
0
საქართველო პარადოქსების ქვეყანაა - მოვახერხეთ და ფეხბურთი სიკვდილის პირას მივიყვანეთ. რაგბი სამართლიანად იკავებს პირველ ადგილს!
გუჯა კახაძე
12 თებერვალი 2016 22:00
0
მსოფლიოს 102 ქვეყანაა რაგბის რეიტინგში, ყველაზე დაბალი დივიზიონებიდან დავიწყეთ 90 იან წლებში და მივედით ელიტამდე, ვუგებთ და ვუსწრებთ ჩვენზე ბევრად დიდ სარაგბო ქვეყნებს, დარწმუნებული ვარ მალე ათეულში შევალთ.ასე რომ ნუ ადარებთ ფეხბურთს და რაგბს ერთმანეთს, ყველა რაგბის ნაღდ გულშემატკივარს გაუხარდება ყველა ქართველი სპორტსმენის წარმატება, განსაკუთრებით ფეხბურთის.....
ეგ არის ზუსტად განსხვავება ამ ორ სპორტს შორის!!!!!
Mamuka
12 თებერვალი 2016 20:14
0
ფეხბურთი ალბათ ყველაზე მასიურად ყურებადი სპორტია, და ზალიან მაგარი იქნებოდა რომ საქართველო ისეთ დონეზე იყოს როგორც რაგბში. არ ვართ და არც ვიქნებით ალბათ დიდი ხანი.

კალათბურთი და ძიუდოც ნორმალურ დონეზე გვაქვს. მოკლედ, დავათასოთ რასიჩ ძლიერები ვართ, და გავაძლიეროთ რაშიც გვინდა რომ ვიყოთ! ნეტა როდესმე ეხბურთის მსოფლიოზე გვეთამაშა ან ევროპაზე, ან რომელიმე ქართულ კლუბს პირველ მეორე რაუნდში არ გამოვარდნილიყო ევროთასებზე.....
ირაკლი
12 თებერვალი 2016 19:50
0
რაგბის სხვათა შორის 100 ზე მეტი ქვეყანა თამაშობს, უბრალოდ დივიზიონებად არის დაყოფილი და ელიტაში რომ ახვიდე ყველა დივიზიონის მოგებაა საჭირო...ეს დიდ რაგბს რაც შეეხება. 7 კაცას ნაკრები კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ყავს და მაგიტომაც გახადეს ოლიმპიური სახეობა...ასე რომ სანამ რამეს დაწერდეთ, მანამდე იმ საკითხში მაინც გაერკვიეთ რასაც წერთ
mamuka
12 თებერვალი 2016 19:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული