"კლიონკა" და პრემიერი - სამოამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
11 ივნისს "ბორჯღალოსნები" ოკეანეთში ტესტების სერიას მანუ სამოასთან მატჩით იწყებენ.

დღეს სამოას დედაქალაქ აპიაში სამოელთა შემადგენლობა დასახელდა, რომელსაც მწვრთნელი ნამულაუ ულუ ალამა იერემია საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ეგზოტიკური ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტუილაეპა საილელე მალიელეგაოი, რომელიც ამავდროულად, სამოას რაგბის კავშირის პრეზიდენტია. შემადგენლობები სწორედ მან გამოაცხადა. ფოტოზე კუნძულელთა პრეზიდენტი შუაშია სიით ხელში.

ეს პროცესი ჩვენთვის ეგზოტიკურ, მაგრამ სამოელთათვის ალბათ, ჩვეულ გარემოში გაიმართა. საპრესკონფერენციო მაგიდას "კლიონკა" აქვს გადაფარებული.

სასტარტო 15-ეულში სამოელებს 4 დებიუტანტი ეყოლებათ, კიდევ 6 დებიუტანტი სათადარიგო სკამზე იჯდება.

"ეს ბიჭები დიდებულ ფორმაში არიან და ამით მაიძულეს კიდეც, რომ ტესტებისთვის შანსი მისცემოდათ. მიმაჩნია, რომ როცა სპორტსმენების გჯერა, მხოლოდ მაშინ აქვს მათ თამაშს აზრი. ჩემი აზრით, ისინი მზად არიან დიდი მატჩისთვის, მათ ეს დაიმსახურეს", - განაცხადა იერემიამ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოს დროით დილის 6 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ხოლო სამოა - მე-15 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენები ამათ კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ შეხვდებიან და დამერწმუნეთ ეს მკრთალი გამყოფი ხაზიც უხილავი გახდება მალე, ნახეთ როგორ თამაშობს ასაკობრივი ნაკრები, მომავალი არ არის ჩვენზე ზურგის შემქცევი
kai iyo
23:33 12-06-2016
0
Irakli Apkhaidze ამ სამი ნაკრებიდან მხოლოდ ფიჯია ჩვენზე წინ რეიტინგში..
პ.ს. სამოასთან მოსაგები თამაში ფრედ დაჩასრულეთ
Goga
10:45 11-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული