"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
პროგრესი აშკარაა გილოცავთ ყველა რაგბის მოყვარულს..
პაატა
24 ივნისი 2016 14:16
0
დიდუ, რა იყო ეს, ჰააა?
:))))
გია
24 ივნისი 2016 14:06
0
ნელ-ნელა დავიბრუნებთ ძველ დიდებას ქართველები, უფალი არ გაგვწირავს.ჩვენც ვიქნებით ერთ-ერთი წარჩინებული სახელმწიფო დედამიწის ზურგზე. მანამდე კი, ამ მაგარი კაცების რკენით უნდა მოვიოხოთ გული. თქვენ შემოგევლოთ მთელი საქართველო, ჩვენო საამაყო ბიჭებო!!!!!
კახაბერი
24 ივნისი 2016 14:01
0
არჩევნებზე პარლამენტში და მერე მთავრობაში სულ ეს ბიჭები ავირჩიოტ "გათავისუფლებული დეპუტატის" სტატუსით
giorgi
24 ივნისი 2016 13:42
0
აქ კომენტარი ზედმეტია.. ბრავოოოო!!!
ნამდვილი, პატრიოტი, სამაგალითო ქართველები!!!
georgian
24 ივნისი 2016 13:28
0
წავართვით თუ არა ფიჯელობა?! გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას!
ისე,ნიკებზე გამოკიდება პირველად ვნახე - რას არ მოესწრები კაცი!
ბულგაკოვის კითხვა კარგია!
გაგა
24 ივნისი 2016 13:13
0
გაგიმარჯოთ ბიჭებო.თქვენნაირი ქართველები ამრავლოს ღმერთმა.მეამაყებით
დანი001
24 ივნისი 2016 13:03
0
სტატიის ავტორს ვთხოვ შეასწოროს 11.ნომერზე თაზო მჭედლიძე თამაშობდა.
ლევანი
24 ივნისი 2016 13:00
0
ადმინს უნდა ვთხოვოთ, რომ ანონიმური კომენტარები არ გაუშვას, თორემ კომენტარებში რაგბზე დაბოღმილი "სასტავი" შეინიშნება, რომელიც, როგორც წესი, ქართულ ენასთანაც მწყრალად არის და რაღაი, რაგბისტებზე ხმა ვეღარ ამოეღებათ, პატიოსანი ტროლების უაზრო დატროლვაზე გადმოდიან.... არა უშავს, ჩვენმა ბიჭებმა ესე გააგრძელონ და ავიტანთ როგორმე, ოღონდ არა ანონიმურად, ჩემო ქართულადწაკითხულიდანაზრისგამოტანისუნარსმოკლებულნო..... და ფინთად მინორულ ნოტაზე რომ არ დავამთავრო, დიმა ობოლაძის ცხელ-ცხელი სხარტულათი დაგემშვიდობებით - რაგბი აქაურობას!!!
მსქროლავი ტროლი
24 ივნისი 2016 12:41
0
ბედნიერი ვარ გამარჯვებით და ამდენი კომენტარით, ბიჭებთან ერთად ჩვენც "ვითარდებით". კიდევ ერთი - ჰეიგის მატჩის წინა დღის კომენტარი, რომ ფიჯისთან ახალ ისტორიას დავწერთო. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე რომ მწვრთნელია!!!, იცის თავისი გუნდის პოტენციალი, ხედავს მათი განვითარების დინამიკას. თვითონაც ეგეთივე თავდადებული, პატივმოყვარე და გულიანი ადამიანია.შეკრა ბიჭები ერთმანეთისთვის, ოჯახისთვის,ქვეყნისთვის.დიდება თქვენ ამ მაგალითისთვის
rezo110
24 ივნისი 2016 12:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული